აქაუნთის ორეტაპიანი (ორნაბიჯიანი) დაცვა
რადგანაც პაროლების გატეხვა ინტერნეტში გახშირდა, კარგია თუ ინტერნეტ-მომხმარებლები თავიანთ ანგარიშებზე დაცვას ჩართავენ. ეს უფასოა და მარტივია.
პირველ რიგში, აუცილებელია თქვენი პაროლი არ იყოს მარტივი სიტყვა ან კომბინაცია (მაგალითად, giorgi444 ან ამგვარი ადვილი). სასურველია იყოს ცოტა გრძელი და მრავალფეროვანი (მაგალითად: sadarbazo!!**00), რომელიც გამოსაცნობად რთული იქნება. თუმცა მარტო ეს არაა საკმარისი. დღეს "გამოცნობის" მეთოდს არ იყენებენ, არამედ კომპიუტერული ვირუსები ყველანაირ თქვენ აკრეფილ პაროლს იპარავენ. ამიტომ,
როგორ გავააქტიუროთ პაროლის დაცვა?
- საიტებმა (GOOGLE, YAHOO, FACEBOOK და ა.შ.) კარგა ხანია შემოიღეს დაცვის მექანიზმები. ერთ-ერთი საუკეთესო და უმარტივესი საშუალებაა პაროლის ერთჯერადი აქტივაცია SMS კოდის საშუალებით. ანუ, პრინციპი ასეთია - დააყენებთ თქვენი მობილურის ნომერს, და როდესაც რომელიმე კომპიუტერიდან (ან მობილურიდან) პირველად შეეცდებით შესვლას თქვენს პროფილში, თქვენს პირად ნომერზე გამოგეგზავნებათ კოდი, რომელი კოდიც უნდა შეიყვანოთ დასტურის ნიშნად (ასე თუ იზამთ, მეორეჯერ აღარ მოგთხოვთ იმავე კომპიუტერიდან).დაყენების ინსტრუქცია:
A) Facebook-ზე დაყენებისთვის ნახეთ - ეს სურათი.
B) GMail-ზე დაყენებისათვის ნახეთ: ეს სურათი.
ამიერიდან, თქვენს ანგარიშში სხვა ვერ გატეხავს, თუნდაც პაროლი მოგპაროთ.