madloba http://pcmania.ge –s
http://forum.ge/?f=32&showtopic=33717200
http://www.itrade.ge/index.php?showtopic=15656

Windows გადაყენება

(XP-სთვის, თუმცა სხვებზეც გამოდგება. თუ მაინცდამაინც სხვა ოპერაციული სისტემისათვის გინდათ, მაშინ google-ში, დაძებნეთ მაგალითად: Windows 8 გადაყენების ინსტრუქცია )

პირველ რიგში, შეინახეთ საჭირო ფაილები: C დისკიდან(ანუ რომელზეც უნდა დაყენდეს windows), My Documents და Desktop-იდან დააკოპირეთ საჭირო ინფორმაცია სხვა დისკზე (მაგ:D დისკზე). (თუ კომპიუტერს ვერ რთავთ, გამოიყენეთ liveCD.) შემდეგ, დაძებნეთ დრაივერების ყველა დისკი მთელს სახლში (ვიდეო დაფის, ხმის დაფის და სხვ. მოწყობილობების). თუ ეს დისკები არ გაგაჩნია და არ იცი, რომელი დრაივერები გჭირდება, მაშინ ნახე ამ გვერდზე everest პროგრამის მეშვეობით. შემდეგ შეხვალთ მწარმოებლების ოფიციალურ საიტებზე და გადმოწერ შენი კომპიუტერის შესაბამის დრაივერებს. (თუ არადა, გუგლში ჩაწერეთ დრაივერის მოდელი და მიუწერეთ Download.) მერე D: დისკზე გააკეთეთ საქაღალდე,სადაც შეგროვდება დრაივერები და სხვა პროგრამები. ( თუ კომპიუტერი საკმაოდაა „დავირუსებული“, C: -ს გარდა სხვა დისკები შეამოწმეთ ანტივირუსით.+)

===========================================================================================
I. უნდა გქონდეთ Windows დისკი(ან USB) [თუ არადა ოფიციალური .iso ფაილი/კოდი უნდა იშოვოთ და ჩაწეროთ: ან დისკზე ISO image მეთოდით; ანდა "USB ფლეშკაზე" bootUSB-თი. ].

ქვემოთ გამუქებულად აღნიშნულია ის იმ პარამეტრებები,რომელიც უნდა აირჩიოთ ვინდოუსის ინსტალაციისას! (ჯობია "ამოაპრინტეროთ" ეს გვერდი, შეინახოთ ეგ ამოპრინტერებული და გამოგადგებათ მომავალშიც).
ყველაფერი შენახულია? მაშინ ამოწერეთ თქვენი ნაყიდი Windows (XP თუ რაცაა) Product Key ფურცელზე, ჩადეთ Windows დისკი. [Product Key გარეშე არ დაიწყოთ Windows-ის გადაყენება! ]


II. არსებობს ვიდნოუსის გადაყენების 2 მეთოდი: მთლიანი(ფორმატირებიანად) და მარტივი(ფორმატირების გარეშე. ნუ, ფორმატირება ხშირად არც არის აუცილებელი, ამიტომ მარტივი მეთოდითაც შეიძლება ახალი ვინდოუსის დაყენება.

*თუ სრული გადაყენება გინდათ, მაშინ გააგრძელეთ ამ გვერდის კითხვა III პუნქტიდან, თუ მარტივი მეთოდით, მაშინ XII-ე პუნტქიდან.



III. გადატვირთეთ(Restart) კომპიუტერი. ჩატვირთვისას გამოჩნდება შავი ეკრანი და ძირში დაეწერება "Press any key to Boot from CD" დააჭირეთ Enter-ს.
[თუ არაფერი გამოჩნდა და ჩვეულებრივად ჩაირთო „ვინდოუსი“, მაშინ ზემოთხსენებული მენიუს გამოსაჩენად გადარესტარტების დროს განუწყვეტლივ უნდა აჭირეთ ღილაკ F10-ს (ან F9).
თუ არც ამ შემთხვევაში გამოჩნდა ზემოთხსენებული მენიუ,მაშინ უნდა შეხვიდეთ „BIOS”-ში (Delete-ზე დაჭერით), მოვძებნოთ პარამეტრი Boot > first Device და პირველ ჩამტვირთავ მოწყობილობად მიუთითოთ CD/DVD ROM (+ - ღილაკების მეშვეობით). მერე გამოდით- SAVE and Exit]

IV. გამოვა ლურჯი ეკრანი და დაიწყება შემოწმება რის შემდგომაც გამოვა ჩამონათვალი; ახალი ვინდოუსის დასაყენებლად დააჭირეთ კლავიშს ENTER.
V. ეკრანზე გამოვა ლიცენზიის შეთანხმების წესები: დაეთანხმეთ (კლავიში F8)
VI. ვერსიის ტიპი: - ახალი სისტემის ინსტალაცია (კლავიში ESC)
VII. „პარტიციის“ არჩევა: - არსებულ პარტიციაზე კლავიში ENTER (ჩვენს შემთხვევაში არჩეული უნდა იყოს C: დისკი)
VIII. დასტური არჩეულ პარტიციაზე: - კლავიში C (უკან დაბრუნებისთვის ESC)
IX. აირჩიეთ დაფორმატების მესამე ტიპი: - Format the partition using NTFS და დაჭირეთ ENTER.
X. დასტური ფორმატირებაზე:- დაფორმატება F (უკან დაბრუნება - ESC)


ცოტა ხანი წავა არჩეული პარტიციის ფორმატირება, შემდეგ ინსტალაციისათვის საჭირო ფაილების კოპირება და ამის შემდეგ კომპიუტერი გადაიტვირთება. ამის შემდეგ აღარ უნდა ჩაიტვირთოს დისკიდან, ამიტომ არაფერს დააჭიროთ. წავა ინსტალაცია, რომლის სავარაუდო დრო არის დაახლოებით 20-40 წუთი:


XII. Regional and Language Options:
*Customize --> Language განყოფილებაში --> მონიშნეთ Install files for complex script and right-to-left languages (Including Thai) ველში --> OK;
*Advanced განყოფილებაში -->პირველ ზოლში დააყენეთ Russian --> OK -->Next

XIII. შეავსეთ შემდგომი ველები ნებისმიერი სასურველი ინფორმაციით და დააჭირეთ NEXT;

XIV. შეიყვანეთ კოდი და დააჭირეთ დააჭირეთ ღილაკზე NEXT;

XV. სურვილისამებრ შეიყვანეთ კომპიუტერის სახელი და ადმინისტრატორის პაროლი(ან დატოვეთ არსებული). დააჭირეთ ღილაკზე NEXT;

XVI. Date and Time Settings ფანჯარაში Time Zone ველში აირჩიეთ დროის სარტყელი: (GMT +04:00) Baku, Tbilisi, Yerevan და დააჭირეთ ღილაკზე NEXT;

XVII. Networking Settings ფანჯარაში აირჩიეთ Typical settings და დააჭირეთ ღილაკზე NEXT;

XVIII.დატოვეთ WORKGROUP და დააჭირეთ ღილაკზე NEXT;

XIX. ამის მერე ინსტალაცია რამდენიმე წუთში დასრულდება და კომპიუტერი გადაიტვირთება;

XX. პირველი ჩატვირთვისას მიყევით ინსტრუქციას შემდეგი ბიჯებით:
Next --> Skip --> No, not at this time --> Next --> User name ველში ჩაწერეთ მომხმარებლის სასურველი სახელი --> Next --> Finish

ამ ბიჯების შესრულების შემდგომ ჩაიტვირთება ვინდოუსი და თქვენს თვალწინ გადაიშლება Windows-ის სტანდარტული მინდორი

///ბოლო ნაბიჯები:
*თუ ჩატვირთვის შემდეგ ქვედა-მარჯვენა კუთხეში, გაჩნდება ორი: ფარის მსგავსი წითელი და მრგვალი ფერადი ლოგო.
· ორჯერ მიაჭირეთ ტრეიში გაჩენილ წითელ ლოგოს, გამოვა დაცვის სამსახური.
· მონახეთ ჩანართი Virus Protection gt; დააჭირეთ Recommendations, მონიშნეთ I hive an antivirus program that I’ll monitor და დააჭირეთ OK.
*ახლა თუ არის მრგვალი ფერადი ლოგო. ეს Windows XP Tour-ია რომელიც ერთხელ მაინც თუ არ გაუშვით ყოველი ჩატვირთვისას ტვინს წაიღებს გამიშვი გამიშვიო... გახსენით და ეგრევე CANCEL-ს დააჭირე, და მოგშრდება სამუდამოდ.

მორჩა, გადაყენება დასრულებულია !

ახლა შეგიძლიათ დააინსტალიროთ Draiverebi და საჭირო Programebi. შემდეგ კი ჯობია, აუცილებლად შეინახოთ "WINDOWS ასლი" ამ მგდომარეობაში, რათა სამომავლოდ როca დაგჭირდებათ, ახლიდან არ იწვალოთ გადაყენებაზე, არამედ უცბადვე დააბრუნოთ თქვენი ვინდოუსი ამ "ახალდაყენებულ" მდგომარეობაში.