ყველაფერი, რაც საიტზე განთავსებულია, აღიქმება ე.წ. მარტივი ან რთული პროგრამული კოდებით.
ამ შემთხვევაში, გვჭირდება მხოლოდ მარტივი კოდები. ხოლო კომპიუტერი კი ამ კოდებს გარდაქმნის და აჩვენებს საბოლოო შედეგს, ანუ ვიღებთ "დახვეწილ" გვერდს.
= = = = = = = = = = = = = = = 1 = = = = = = = = = = =
იმისათვის რომ რომელიმე გვერდზე ტექსტი შეცვალოთ, ჯერ უნდა შეხვიდეთ სამართავ მენიუში მმართველის «იუზერით» და პაროლით. მარცხენა მხარეს დააჭირეთ Pages და შემდეგ დააჭირეთ სასურველ გვერდს. საკმარისია, რომ ე.წ. "ტექსტის ჩასწორების ფანჯარაში" ჩავწეროთ ტექსტი (ან რამე კოდები )და დავაჭიროთ UPDATE-ს. ამ დროს საიტზე რეალურად მოხდება ცვლილება, და ამ ცვლილების ნახვისათვის საკმარისია შეხვიდეთ თქვენ საიტზე (ისე როგორც მომხმარებელი ნახულობს) და ნახავთ რომ გვერდზე მომხდარია ცვლილება (თუ არადა გვერდი ე.წ. «დაარეფრეშეთ» (კლავიატურაზე F5 დაჭერით).
= = = = = = = = = = = = = = = 2 = = = = = = = = = = =
იმისათვის რომ ნახოთ თუ რა საშუალებები არის ტექსტის ფორმატირებისათვის, მონიშეთ რომელიმე სიტყვა და სცადეთ სხვადასხვა ღილაკები:
და საჭიროების შემთხვევაში გეცოდინებათ რა ღილაკი რას აკეთებს.
შენიშვნა: "VISUAL" რეჟიმი წარმაოდგენს გაადვილებული ტექსტის კრეფის რეჟიმს (სპეციალური პროგრამული ცოდნის გარეშე). მართალია, რაღაც გაუმართავობა არის და ზოგჯერ ტექსტი "დახტის" ხოლმე "VISUAL"-ის რეჟიმში , მაგრამ მაინც ჯობია, რომ არ დააჭიროთ ხოლმე VISUAL-ის გვერდითა ღილაკ HTML-ს, თორემ ფორმატირება შეიძლება აგერიოთ. თუ მაინც დააჭერთ და ფორმატირება აირევა, მაშინ გვერდი არ "დაასეივოთ", არამედ ახლიდან შემოდით ისევე მაგ გვერდზე, და ისევ ჩვეულებრივი ფორმატირება დაგხვდებათ. თუ იცით რაც არის და HTML-ს გამოყენება გინდათ მხოლოდ, მაშინ შესაბამისად, აღარ გადართოთ ხოლმე VISUAL-ზე.= = = = = = = = 3 (სურათის ჩასმა ) = = = =
შემდეგ აირჩიეთ სასურველი ფაილი და დაუცადეთ «ატვირთვას». როცა მორჩება, შემდეგ გამოჩნდება:
2 ნიშნავს: სურათის პოზიციის არჩევას (ანუ გვერდის მარცხენა მხარეს მიეწებოს, შუაში იყოს თუ მარჯვნივ)
3 ნიშნავს : რა ზომით გინდათ რომ საიტზე ჩანდეს ატვირთული სურათი
1- ლი ნიშნავს:
- თუ გინდათ, რომ სურათზე მაუსის დაჭერა იყოს შესაძლებელი, მაშინ დააჭირეთ File URL (ეს მაშინაა კარგი, თუკი სურათს პატარა ზომით სვამთ, რათა გვერდზე დიდი ადგილი არ დაიკავოს, და მაგ პატარა სურათზე მაუსის დაჭერთი შესაძლებელია მოხდეს უშუალოდ ორიგინალ სურათის გვერდზე გადასვლა, სადაც სურათი მთლიანი ზომით იქნება წარმოდგენილი).
- თუ გინდათ რომ სურათზე არ ეჭირებოდეს მაუსი (და შესაბამისად მიმდინარე გვერდიდან არ მოხდეს მომხმარებლის გადასვლა სურათის გვერდზე), მაშინ აირჩიეთ NONE
შემდეგ დააჭირეთInsert Into Postდა მორჩა.
= = = = = = = = = = = = = = = 4 = = = = = = = = = = =
თუ სხვა "ფაილის" ატვირთვა დაგჭირდათ, მარცხენა მხარეს დააჭირეთ Tools>Filebrowser.
= = = = = = = = = = = = = = = 5 = = = = = = = = = = =
(თუკი განსხვავებული ფორმატის შეტანა დაგჭირდებათ, მაშინ საჭირო გახდება გვერდის დიზაინის შეცვლაც, რასაც თქვენ თვითონ დამოუკიდებლად ალბათ ვერ მოახერხებთ..)
ასევე, გირჩევთ დროდადრო დაიმახსოვროთ ხოლმე საიტის შიგთავსი[ასლი] (ანუ გააკეთოთ ე.წ.Backup და კომპიუტერში შეინახოთ).ამის გასაკეთებლად საჭიროა:
-როცა საიტზე რაიმე საკმაო დიდ და მნიშვნელოვან ტექსტურ ცვლილებას განახორციელებთ, შემდეგ დააჭირეთ მარცხენა მხარეს «Tools>ExporT> All> და შეინახეთ სადმე. ასე რომ, თუკი შემთხვევით საიტზე რამე ტექსტი აირევა, შეგიძლიათ დამახსოვრებული ფაილის მეშვეობით აღადგინოთ.
-თუკი საიტზე დიზაინის დიდი/მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდება, მაშინ უმჯობესია «თემის» ასლიც შეინახოთ. ამას ალბათ ის გააკეთებს, ვინც იცის ftp/hosting-ის მოხმარება ) და შეინახეთ კომპიუტერში.
(* ზოგადად, ფაილების ინტერნეტში ასატვირთად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფაილების ასატვირთი საიტებიც) ____________________________