საიტის გაკეთების აუცილებელი საჭიროება თუ გაქვთ, აქ მოკლედ დავწერ საიტის გაკეთების ინსტრუქციას. ისე კი, ზოგიერთ შემთხვევაში გართულებები ახლავს ხოლმე საიტის გაკეთებას, შფოთი და სხვა.. თან ეცადეთ, რაც შეიძლება მარტივად გააკეთოთ და არ გაართულეთ საქმე, მაინც დიდი რამე ვერაფრის შეცვლა ვერ შეუძლია ჩვენს საიტს ამ სამყაროში. ამიტომ დიდი სადარდებელი ნამდვილად არ არის - რაც გამოგივათ, ისიც საკმარია - "ვინც ეძებს, ის იპოვნის".. ამიტომ უაზრო საზრუნავს ნუ გაიჩენთ და ზედმეტი დარდი არაა საჭირო იმაზე, თუ რანაირი საიტი იქნება. ასე რომ, გირჩვეთ ხელი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოკიდოთ, თუკი მართლაც საჭიროა. თუარა და, თქვენ დროს ტყუიულუბრალოდ ნუ დახარჯავთ.

(თუკი უმნიშვნელო, ძალიან მარტივი საიტის გაკეთება გინდათ, მაგალითად რაიმე პატარა ამბის გამოსაქვეყნებლად, ანუ, როცა რამე ძალიან დიდი მიზანი არ გაქვთ, ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ მაგალითად დაარეგისტრიროთ დომენი[დომენი ქვია საიტის მისამართს, მაგალითად saxeli.com ანდა saxeli.blabla.com], რომელთაც hosting-ი ავტომატურად მოყვებათ (hosting არის "server", სადაც ხდება უშუალოდ მონაცემების[ფაილები, დიზაინი, ტექსტები] დამახსოვრება; იმგვარადვე, როგორც კომპიუტერში მახსოვრდება ფაილები) და არავითარი hosting-ის საფასურის გადახდა არ მოგიწევთ. ასეთი სერვისები აქვთ: edublogs.org [იგივენაირი wordpress.com] და blogspot.com.
მაგალითად, შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ - saxeli.edublogs.org. [saxeli.blogspot.com-ის შემთხვევაში ქვემოთა ინსტრუქციები მთლად არ გამოგადგებათ, არამედ შედარებით სხვა - ეს ინსტრუქცია აქვს] ) შეგიძლიათ, რომ საკუთარი დომენიც (მაგალითად, saxeli.ge) მიაბათ ზემოთა ბლოგ-საიტებს (ანუ saxeli.ge-ზე შემოსვლისას ადამიანი სინამდვილეში შედის saxeli.edublogs.org-ზე, თუმცა მისამართად saxeli.ge ექნება. ასეთ შემთხვევაში გამოიყენეთ 99-ე პუნტქი, და saxeli.ge დომენის მიბმა მოხდება saxeli.blogspot.com-ის მისამართზე. ანუ, ასეთ შემთხვევაში აღარ დაგჭირდებათ სხვა უფასო hosting-ის მოძებნა და ზედმეტი "ინსტალაციები".. {saxeli.wordpress.com-ს საერთოდ არ აქვს ესეთი სერვისი.}
სულ ესაა, დანარჩენს ნელ-ნელა, თვითონვე გაერკვევით, რადგან "მენიუში" ბევრი ფუნქციები აქვთ...
(.ge დაბოლოების მქონე დომენის რეგისრაცია თუ გინდათ , ეწვიეთ nic.net.ge-ს და შეავსეთ ფორმა. saxeli.ge დაბოლოებიანი საიტისათვის ყოველწლიური ღირებულება არის 30 ლარი. ხოლო saxeli.pvt.ge დაბოლოება კი უფასოა 1 ადამიანზე. (რეგისტრაციისაც NS-ში რაც უნდა ჩაწეროთ, იხილეთ ზემოთ ნახსენები 99-ე პუნქტი).




(ვისაც მაინც, უფრო ფართომაშტაბიანი,შედარებით დაწვრილებითი საიტის გაკეთება აქვს გადაწყვეტილი, აგერ ქვემოთ მაქვს მოცემული უფრო დიდი ინსტრუქცია:)
საიტის გაკეთება სრულად

მოკლედ, თუ დომენს ყიდულობთ, აირჩევთ სასურველ დომენს (NS-ში პირველ ხაზზე ჩაწერთ ns01.000webhost.com, მეორე ხაზზე კი ns02.000webhost.com) და შეავსებთ განცხადებას მთლიანად. შემდეგ, თუკი არ დაგიწერთ რომ "საიტი უკვე დაკავებულია", არამედ დაგიწერთ რომ "მობრძანდით ოფისში და გააფორმეთ საიტიო", ესეგი ისღა აკლია რომ მიაკოთხოთ ოფისში და ხელი მოაწეროთ საიტის ჩართვას.
შემდეგ, როცა იზამთ მაგას, გაიარეთ რეგისტრაცია 000webhost.com/-ზე და დაამატეთ საიტი ("Create New"), და პირველ ხაზში ჩაწერეთ თქვენი საიტის მისამართი (მეორე ხაზში არის შემოთავაზება, რომ "თუკი საიტის სახელს არ ფლობთო, აირჩიეთო ჩვენი უფასო მისამართიო, მაგალითად saxeli.host22.com-იო", მაგრამ ეგ გრაფა ცარიელი დატოვეთ). და შეიყვანეთ სასურველი პაროლი საიტისათვის. მერე დაგიწერთ "იუზერს" და პაროლს და სადმე ჩაინიშნეთ, რომ არ დაგავიწყდეთ.
ახლა ამით თქვენ მოახდინეთ საიტის "Hosting"-ის შექმნა. [შენიშვნა: იმისათვის რომ 000webhost.com -მა საიტი არ გაგიუქმოთ, საიტზე თვეში მინიმუმ 10 სტუმარი უნდა შემოვიდეს და ასევე, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა განახორციელოთ შესვლა http://members.000webhost.com/login.php საიტის "სამართავ პანელში". თუ ამ პირობით არ გაწყობთ, მაშინ ალბათ მოგიწევთ სხვა უფასო სერვისის მოძებნა, რომელსაც ეს მოთხოვნა არ ექნება. მაგალითად შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ და გამოიყენოთ ზემოთ მოცემული უფასო "ბლოგ-საიტები",რომლებიც მუდმივად იქნება.)
შემდეგ იქვე, სამართავ პანელში დააჭირეთ "Control Panel".

ა) თუკი რამოდენიმე გვერდიანი საიტის გაკეთება გინდათ, აირჩიეთ "Website builder" და აირჩიეთ სასურველი ფორმა. დანარჩენს თვითონ გააკეთებთ.
ბ) თუკი გაცილებით "დიდი" საიტი გინდათ (ქვე-კატეგორიებით და ბევრი გვერდებით..), მაშინ მოგიწევთ wordpress ტიპის პროგრამის გამოყენება და ამ ეტაპების გაკეთება:
დააჭირეთ "mysql" და create new database. შეიყვანეთ ნებისმიერი სახელი/იუზერი/პაროლი. შემდეგ ნაჩვენები იქნება მონაცემები და ისინიც ჩაინიშნეთ სადმე.
შემდეგ დაბრუნდით მთავარ მენიუში და შედით "File Manager"-ში, შემდეგ "public_html"-ში და დააჭირე ღილაკს "Upload". შემდეგ მარჯვენა ასარჩევში აირჩიე გადმოწერილი Wordpress ფაილი (Wordpress.org-დან ან აქედან). შემდეგ დააჭირე მწვანე "პრიჩკას" და დაუცადე.
როცა მორჩება, შემდეგ შედი საიტის მთავარ მისამართზე (saxeli.ge), და შეავსე დამახსოვრებული mysql მონაცემების მიხედვით (table prefix-ში ეწეროს wp_). შემდეგ დააყენებ საიტის ნებისმიერ სათაურს, და მართველის იუზერს+პაროლს (თუ მოგინდათ, მერე მენიუდანაც ადვილად შეცვლით, ამიტომ მაგ ეტაპზე ნებისმიერი რამ შეგიძლიათ დააყენოთ.)

შემდეგ გადახვალთ შესასვლელ გვერდზე, სადაც შეიყვანთ თქვენს (მმართველის) იუზერს+პაროლს, და შეხვალთ სამართავ მენიუში (ე.წ. Dashboard-ში შესვლა ყოველთვის ხდება ამ გვერდიდან - saxeli.ge/wp-admin). მარცხენა მხარეს არის მენიუ, და იქ დააჭერთ Appearence>Themes და დააჭერთ "თემის" Activate-ს. (თუ სხვა "თემა" მოგინდათ, დააჭერთ Install Themes>Search და აირჩევთ(install+activate) რამე მარტივ დიზაინს (ფერების შეცვლა მერეც შეიძლება) (ისე, აგერ არის მარტივი "თემა" და საჭირო "plugin"-ებიც, რომლებიც სათითაოდ უნდა დააყენოთ Upload(Install)-ის მეშვეობით. შემდეგ ისევ მარცხენა მენიუში დააჭირეთ "Plugins" და "Activate" უქენით შემდეგ "მოდულებს": Exclude Pages from Navigation; Another simple xml Sitemap; Meta Tags fields; Redirect List; Si-Captcha ANTISPAM; Filebrowser; (+ თუ როდესმე დაგჭირდათ "კონტაქტი"-ს სპეც.ფორმა, მაშინ Ajax Contact-იც)
მერე, ისევ მარცხენა მენიუში დააჭერთ Pages>Add new და მაგალითად, დაარქმევთ "საწყისი გვერდი". შემდეგ ისევ Pages>Add new და დაარქვით "სიახლეების გვერდი", მერე კიდევ სხვა გვერდი გამოაქვეყნეთ და ა.შ.
- გვერდის გამოქვეყნება/ფორმატირება ადვილია. აგერ შეგიძლიათ იხილოთ დამატებითი ინსტრუქცია გვერდის/ტექსტის ფორმატირება-გამოქვეყნებაზე.
- დააჭირეთ Settings>General და ჩაწერეთ საიტის სათაური და რამე წინადადება. შემდეგ Settings>Reading -ში მონიშეთ "A static page (select below) " და Front Page-ში აირჩიეთ: საწყისი გვერდი. (შეგიძლიათ ქვემოთ სიახლეების გვერდიც აირჩიოთ, და მაგ გვერდზე გამოქვეყნდება ყველა სიახლე, რომელზეც განთავსდება Posts>Add new-ს მეშვეობით გამოქვეყნებული "პოსტები". თუმცა, თუკი არ გინდათ, სიახლეების გვერდი შეიძლება არც დაგჭირდებათ.)
- დააჭირეთ Settings>Permalinks და "Custom Structure" ველში ჩაწერეთ /%category%/%postname%
- Settings>Discussion-ში მოხსენით ორივე მოსანიშნი Before a comment appears-ის გვერდზე.
- შემდეგ ნახეთ თქვენი საიტი როგორ გამოიყურება, ანუ შედით saxeli.ge-ზე (შეგიძლიათ ზემოთა მარცხენა მხარეს დააჭიროთ საიტის სახელზე/"view site").
- თუ გინდათ რომ მარცხენა/მარჯვენა მხარეს არსებული მენიუები შეცვალოთ ან წაშალოთ, Dashboard-ში დააჭირეთ Appearence>Widgets და მარჯვენა მხარეს Sidebar-იდან მოაშორეთ რაც არ გინდათ. თუ მენიუდან გინდათ რომ რომელიმე გვერდი ამოიღოთ, შედით ჵages>all pages>სასურველი გვერდი> და მარჯვენა ქვედა მხარეს მოხსენით მონიშვნა "Include this page....". ასევე, მაგის ზემოთ, შეგიძლიათ ჩაწეროთ რიგის(Order) ნომერი (მაგ: 4), ანუ თუ საიტის მთავარ მენიუში გინდათ რომ გვერდები რიგის მიხედვით იყოს დალაგებული, ყველა გვერდს დაუყენეთ შესაბამისი რიგის ნომერი.
- თუ ფერის შეცვლა გინდათ, დააჭირეთ Appearence>header ან background. სულ ესაა.
- თუ გინდათ, რომ გვერდითა "მენიუ" იყოს მარჯვენა მხარის ნაცვლად მარცხნივ, დააჭირეთ Appearence>Editor, კოდებში მონახეთ პუნქტი "shida", და float:left; მაგივრად ჩაწერეთ float:right;
თუ საიტის გვერდები google-ში არის უკვე დაფიქსირებული, მაშინ გვერდის მისამართის ("ლინკის") შეცვლის შემთხვევაში ჯობია გამოიყენოთ რამე plugin, მაგალითად "Redirect List", და Settings>Redirects ით მოახდინოთახალი მისამართებზე გადამისამართება [301] (რათა google-შიც აისახოს გვერდების მისამართის ცვლილება).
- თუ საიტზე გინდათ დაამატოთ ამდაგვარი რამ - , სადაც თუ სტუმარი შეიყვანს თავის იმეილს, ეგ იმეილი ჩაიწერება სპეციალურ სიაში. შემდეგ კი მაგ სიაში დაგროვილ მაილებს შეტყობინება გაუგზავნოთ. ამის ინსტრუქცია ნახეთ აქ.

-----------------------------------------------------------------------------
- საერთოდ, საიტი google-ში "ჩაჯდება" დაახლოებით 1-2 კვირის მერე.
- საიტს ნუ გადაჭედავთ ერთიდაიგივე ფრაზებით;
- სხვა საიტიდან ზუსტად გადმოკოპირებული გვერდი/ტექსტი google-ს შედეგებში ვერ დაწინაურდება, რადგანაც google მაგას "მოპარულად" აღიქვამს;
- ნუ იხმართ მარტყუარა "ხრიკებს" google-ს მოსატყუებლად, ან რამე სიაფანდი მოიფიქროთ საიტზე, იმიტომ რომ google ყველაფერს აფიქსირებს,რაც კი თქვენს საიტზე ხდება და პირიქით "დაგიწევთ" რეიტინგს, მომატების მაგივრად.




(შეიძლება არ დაგჭირედეთ, თუმცა ყოველი შემთხვევისათვის ftp-სთან სამუშაო პროგრამებია: filezilla ან winscp. ზოგადი საწყისი kodebi ვისაც ჭირდება, აგერ არის.).
რამე თუ დაგჭირდათ, დაძებნეთ google-ში. უკიდურეს შემთხვევაში(!), თუ რამე გაგიჭირდათ შეგიძლიათ მეილი გამოაგზავნოთ otaxige(#)yahoo.com ზე. ___________