genealogiuri xe
არსებობს სხვადასხვა გენეალოგიური ხის გასაკეთებელი პროგრამა, თუმცა თუ გინდათ კარგად შეადგინოთ საოჯახო ხე , შედარებით კარგი შესაქმნელი პროგრამა არის GenoPro.
(გაითვალისწინეთ, თვითონ პროგრამაში სახელები უნდა დაამატოთ ხოლმე ქართული ასოების შესაბამისი ინგლისური ასოებით (მაგალითად, ს არის -s, შ - S ). ხოლო, ამობეჭდვის დროს კი, ფონტის გადაქართულება შესაძლებელია. თუკი მეუღლის/შვილის სახელი არ იცით, ჯობია ცარიელი ხაზი ------ ჩაწეროთ)
=================== GenoPro - genialogiuri xe ==============
ამ პროგრამის მეშვეობით მთლიანი გენიალოგიური ხე კეთდება, ანუ ყველა ნათესავების ერთიან დიაგრამას გამოაჩენს.
- დიაგრამაზე რომ იმოძრავოთ, დააჭირეთ ALT-ს და მაუსი ამოძრავეთ მხოლოდ.
- მაუსის გორგოლაჭის დატრიალებით დაახლოვეთ და დააშორეთ .
- ახალი წევრის დამატებისათვის, მაუსის მარჯვენა ღილაკი დააწკაპუნეთ და აირჩიეთ New male(female). მერე გაჩნდება უჯრა, და მაგ უჯრაზე ორჯერ დააწკაპუნეთ მაუსი, და First name-ში ჩაწერეთ სახელი (გირჩევთ სახელიც, გვარიც და ყველაფერი First name-ში ერთიანად ჩაწეროთ, უფრო მოსახერხებელია, თავად დარწმუნდებით). მაგალითად შვილის დამატებისას,დააწკაპუნეთ რომელიმე ადამიანს, და აირჩიეთ New son (daughter).
- წევრები შეგიძლიათ გადაანაცვლოთ (გადაიტანოთ მაუსით) დიაგრამის სხვადასხვა ადგილზე, რათა თქვენთვის სასურველი სახის საგვარეულო ხე მიიღოთ.
- ოღონდ სახელების შრიფტის ზომა(font size) მენიუდან ზედმეტად არ გაზარდოთ,თორემ სახელები ვეღარ დაეტევა, შეიკვეცება და მეუღლეების სახელები ერთი-მეორეზე გადაეწერება;
- დიაგრამაზე სახელების შემდეგ ეწერება ხოლმე წერტილები (...), ეგ ალბათ იმიტომ, რომ გვარი არ არის მითითებული. თუ გინდათ რომ ეგ წერტილები მოაშოროთ, დააჭირეთ CTRL+T, მერე "Last Name" (სვეტის სათაურზე) დააჭირეთ მაუსის მარჯვენა>Find and Replace, ჩაწერეთ ... და ჩაანაცვლეთ სიცარიელით. (ანდა გვარების მოშორების მეორე ვარიანტი: დააჭირეთ CTRL+A, მერე Enter და NAME FORMAT-ში აირჩეით First (სულ პირველია სიაში). როგორც დასაწყისში აღვნიშნე, თუკი ზოგიერთი ადამიანის სახელებთან ერთად გვარებიც First Name-ში გქონდათ ჩაწერილი, მაშინ ეგეთი გვარები დარჩება დიაგრამაზე, რადგანაც როგორც სახელი (first name) ისე აღიქმება.)
- თუ ხაზების გადანაცვლებისას "კუთხის ხაზის" შემთხვევა გექნებათ, ნახეთ ეს სურათი, ანუ ჯერ უნდა გადაწიოთ წევრი, რომ ცენტრის წერტილი გამოჩნდეს, მერე ცენტრის წერტილს ჩაავლეთ მაუსი და გადმოიტანეთ გვერდზე, მერე წევრიც გადმოიყვანეთ გვერდზე.
- ჰორიზონტალური ხაზების ვერტიკალურად აყვანა-ჩამოყვანისას, მაგ ჰორიზონტალური ხაზის კუთხის წერტილი უნდა ამოძრავოთ.
- დიაგრამაზე დააწკაპუნეთ მაუსი ნებისმიერ ადგილას,მერე კლავიატურაზე "CTRL+A" დააჭირეთ ჭირეთ , მერე ENTER-ს, მერე მენიუში აირჩიეთ: Font> Browse> Acadnusx და მონიშნეთ მხოლოდ "Default Font".
- დიაგრამაზე შეგიძლიათ მონიშნოთ მრავალი წევრი ერთბაშად (ანდა ყველა ერთად "CTRL+A" -თი), და კლავიატურაზე დააჭიროთ "ENTER" და გამოვა სასურველი მენიუ, სადაც დააყენებთ სასურველ პარამეტრებს:
- AUTOMATIC WORD WARPING, დააყენეთ 1,2 ან 3-ზე.
- შემდეგ შეგიზლიათ დაააჭიროთ "FILE>Print Preview" და ნახოთ თუ როგორი ამოსაბეჭდი ვერსია გამოდის.
- შემდეგ შეგიზლიათ დაააჭიროთ "FILE>PAGE Layout" და დააყენოთ მენიუ . (Genomap2 და Genomap3-ს ყურადღება არ მიაქციოთ, ცარიელ ფურცლებს ნიშნავს ისინი, თქვენ მხოლოდ Genomap1-ს იყენებთ). (მაქვე, ქვემოთა ხაზის ბოლოში ნახავთ TOTAL PAGES, ანუ სულ რამდენი ამოსაბეჭდი გვერდი გამოდის..; თუ ოჯახის ხე ძალიან დიდია, და ბევრი გვერდი გამოდის, მაშინ შეგიძლიათ "Horizontal Pages" ან "Vertical Pages"-ში უფრო ნაკლები ფურცელი დაუდგინოთ (და დააჭიროთ Enter), თუმცა შესაბამისად, ამობეჭდილი სახელების ფონტი უფრო პატარა იქნება.
- შემდეგ შეგიძლიათ ისევ დაააჭიროთ "FILE>Print Preview" და ნახოთ თუ როგორი ამოსაბეჭდი სურათი გამოდის. თუ ამობეჭდილი ვერ ისეთი არ გამოვა, როგორიც გინდოდათ, ისიც შეგიძლიათ, რომ საერთოდაც ცარიელ ფურცელზე თქვენივე ხელით (კალამით) შეადგინოთ სასურველი აგებულების გენეალოგიური ხე.
- *თუ რომელიმე კერძო ოჯახის ხის ცალკე ამობეჭდვა გინდათ, მაშინ მაგ ოჯახის წევრები მონიშნეთ მაუსით ერთიანად, მაუსის მარჯვენა დააწკაპუნეთ>Move to Genomap> Genomap2 და გადავა ახალ გვერდზე(ქვემოთ,მარცხენა მხარეს ნახეთ გვერდები), და ის ახალი გვერდი ამობეჭდეთ.