ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული (სამაგისტრო + საგრანტო )
მოგონებები
... ეს გვერდი გავაკეთე მაშინ, როცა მე თვითონ ვიყავი აბიტურიენტი. მერე გავიდა წლები და ვიფიქრე რაღაც ერთი აბზაცი ჩამეწერა ჩემ გვერდზე.. რახან უნივერსიტეტს ეხება - როგორც უკვე უნივერსიტეტ-დამთავრებულის სუბიექტური განცდა მეთქი.
.. ეჰ, მე თუ მკითხავს კაცი (საბოლოო ჯამში) ალბათ დროის 80% ტყუილუბრალოდ დავკარგე უნივერსიტეტში. ამჟამად ვმუშაობ სულ სხვა პროფესიით, და კმაყოფილიც ვარ - ვაკეთებ იმას რაც მინდოდა ბავშვობიდან, და არა იმას, რასაც უნიში ვსწავლობდი: რაღაც სისულელე ეკონომიკებისა და ბიზნესების სწავლა, რომელზეც ტყუილა დავკარგე წლები (თან რა წლები! უმნიშვნელოვანესი წლები - ახალგაზრდობის წლები. თავისუფლების და განვითარების ის წლები რომელსაც ვეღარასდროს დავიბრუნებ).
რა დამრჩა? პირადად მე, ცხოვრებაში საერთოდ არ გამომადგა ის რაზეც "ჩამაბარებინეს" /მაკრო-მიკრო ეკონომიკები, ბუღალტერიები ა.შ./.
ახლა ვზივარ სახლში, თავისუფალი გრაფიკით (ე.წ. Freelancer) მომუშავე ადამიანი. სამაგიეროდ კი დავკარგე უამრავი თვე და წლები, რომელიც აღარ დამიბრუნდება.
არადა შესაძლებელია ადამიანი უფრო გამოსადეგ გზას დაადგეს ამ ასაკში, შესაფერისი გათვლა და კარგი მრჩეველი რომ ჰყავდეს, რადგანაც სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ნაადრევად უწევს ადამიანს პროფესიის არჩევა(16 წლის ფარგლებში), მაშინ როცა ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული და პერსპექტიული მიმართულებების ნაცვლად "შეჩვეული ჭირის" ტრადიციულ ფაკულტეტებზე ხვდება, და იმას სწავლობს რაც დიდად არ აინტერესებს.
განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხოვრებაში შემემთხვა ისეთი რამეები, როდესაც კინაღამ მომკვდარვარ (ხდება ხოლმე.. თუმცა საბედნიეროდ კი გადავრჩი), ამ დროს დავფიქრდი - ვკვდები და რა მიმაქ ამ ცხოვრებიდან მეთქი. და რო გადმოვხედე ჩემს წარსულს, უფრო მეტად ნივთები, საგნები და აბდაუბდა ქაღალდები წარმომიდგა თვალწინ, ნაგვის ფასიც რომ არ ქონდა ჩემთვის. შინაგანად კი როგორც ადამიანს არაფერი ნაპოვნი არ მქონდა.
მერე ცხადად მივხვდი, რომ "ცონდით" გამოტენილი იყო ჩემი ბიოლოგიური ტვინი, ხოლო ნამდვილი განათლება კი საერთოდ არ მქონდა თურმე.
ვწავლობდი მრავალ რამეს, "დოუ ჯონსის" და "ჰეგლერის" ინფლაციებს და კრედიტორული ფინანსების წიგნებს, ხოლო ამასობაში კი ცხოვრებაში არასდროს წაკითხულიც კი არ მქონდა თურმე ადამიანის შინაგანი , სულიერი არსებობისათვის საჭირო წიგნები, არ წამიკითხავს სახარება. არც კლასიკური წიგნების კითხვით გამოვირჩეოდი სამწუხაროდ ბავშვობაში, არც მხატვრული ლიტერატურის.. ვიყავი ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, უფერული მომავლით ("სამსახური - გართობა - სახლი - ჭამა - ძილი - სამსახური...", ისე რომ დღეში 2 საათიც რო არ რჩება ადამიანს საყვარელი საქმიანობისათვის.
...
ამის მერე ხდება დაგაფასება ხოლმე ღირებულებების (სამწუხაროდ ბევრი აქამდეც კი ვერ მიდის, რომ ეს დაინახოს საერთოდაც). პირველივე კურსიდან "ავირიე" (კარგი გაგებით), დავიწყე ხეტიალი არასაჩამო განხრის საგნებზე - ფილოსოფია, რელიგიების გაცნობა და ა.შ. ვაცდენდი ჩემ საგნებს და ვესწრებოდი სულ სხვა ფაკულტეტისებს... მოვუხშირე ქალაქგარეთ სიარულს... უნინში მეოთხე კურსი აღარც დამიმთავრებია..
...
რათქმაუნდა, ადამიანმა უნდა მონახოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ყოფით ცხოვრებას გაატანინებს და ექნება ისეთი შემოსავალი რომელიც დააკმაყოფილებს (ძნელი რამე კი ".. თვით მეფენიც იმაზე ჭმუნვენ, ის სამოფეცა ჩემი როს იყოს..."), მარა დისციპლინუარდ, ყოველდღე უნდა გამოყო რამოდენიმე საათი ხელუხლებელი, რომელსაც საყვარელ თავისუფალ საქმიანობას მოახმარე. თორემ გავად რო და აღმოაჩენ, რომ ცხოვრების უმთავრესი წლები შეალევ ისეთ რამეს, რაზეც მერე გული დაგწყდება და იტყვი, ნეტავ დროზე რატომ არავინ გამაფრთხილაო. არამედ იმას, რომ შესაძლებელია მონახოს კაცმა რამე ვიწრო სფერო, გამოიჩინოს გულმოდგინება, გაიაროს რამოდენიმე თვიანი საგულდაგულო მომზადება და რამე სამუშაოს მაინც იპოვის, ისე რომ საერთოდ აღარ მოუწევს ტყუილა წლების ხარჯვა ( ამბობენ, დიპლომი მაინც სხვა საჭირო არისო, მაგრამ მე პირადად არ მაქვს დიპლომი, და ვმუშაობ ჩემი თვითნასწავლი პროფესიის პროფესიონალ სპეციალისტად). შესაძლებელია რაღაც მცირე, პატიოსანი ვაჭრობა&ბიზნესიც ააწყოს კაცმა - ოღონდ ოქროს კოშკებს ნუ ააგებ (იმიტო რო ძნელია მიწვდე, დიდი მსხვერპლი ჭირდება) ამიტომ განსაზღვე შენი ზღვარი და ეცადე უკმაყოფილო არ იყო იმით, რა შემოსავალსაც მიიღებ.
...
მთავარია ღირებულებები გქონდეთ და ის იყოს თქვენთვის მთავარი ცხოვრებაში, ის იყოს ცხოვრებაში უფრო მთავარი, და არა "კომერციულ მსოფლიოში" ნაბეჭდი მაკულატურის შესწავლაზე ცხოვრების ძირითადი დროის დახარჯვა, რომელსაც ერთ "მშვენიერ" (ბოდოშით ცინიზმისათვის) დღეს გარდაცვალებისას ვერაფერს წავიღებთ. დააგროვოთ ის საუნჯე, რომელიც თქვენ შინაგან ადამიანობას და სიცოცხლეს მართლაც გაანათლებს, და დააგროვებთ სულიერ ღირებულებას - სწორედ ესაა მნიშვნელოვანი.
ერთი რაც შემიძლია გირჩიოთ, კვირაში ერთხელ სულ ცოტა ხნით მაინც თუ გამონახავთ დროს, რომელსაც დაუთმობთ საკუთარი თავის შემეცნებას, გაეცნოთ წმინდა წერილს და გაიგოთ ღმერთზე, გაიგოთ როგორ უყურებენ სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანები ამათუიმ საკითხს და გაარჩიოთ ის ბილიკი, რომელიც ნათელია, და გაყვეთ მაგ ბილიკს, რომელიც ყველა სხვა ცხოვრებისეულ საკითხს დაალაგებს თავისთავად (გამოცდილი მაქვს :).
რავიცი აბა... გისურვებთ კარგ გზას.