1 მარტი ; [კატეგორია: სტატიები

, avtorebi: avtorebi]

იმედია გვექნება ერთი-ორი წუთი რომ კარგად გადავიკითხოთ და დავფიქრდეთ, - როგორ ვატარებთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ზოგადად?
კარგი იქნება ცოტა ხნით დაწყნარებულმა, თავის თავს შეეკითხოს კაცი, - როგორ გადის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. «ყოველ დღესა შენს თავს კითხე, აბა მე დღეს ვის რა ვარგე? (წმ. ილია მართალი)» .
დღის განმავლობაში, 24 საათიდან, რამდენ ხანს უთმობს ადამიანი მნიშვნელოვან და უმნიშვნელო საქმეებს?
რის კეთებას ვიწყებთ ახლა, და რატომ ვიცით ხოლმე გადადება შემდეგისთვის ან "ხვალისთვის"?
- განა ხვალე ისევ ასეთივე დღე არ იქნება, როგორი დღეც ახლა არის ..
თუ ახლა გვეზარება მართლმადიდებლობისაკენ და სრულყოფილებისაკენ ძლიერი სიარული, ხვალ არ დაგვეზარება? თუ განათლება,შემეცნება, ან სხვა, რისი კეთებაც ახლა გვიჭირს, ხვალ არ გაგვიჭირდება? თუ ... შემდეგ კარგ ხასიათზე ვიქნებით - კარგი ამინდი იქნება, და ყველაფერი ადვილად გაკეთდება?? თითქოს, ყოველთვის იმას ვუცდით, რომ შემდეგ «მზად» ვიქნებით და «მადლი» თავისით მოგვეცემა..
არადა, როგორიც ახლა, ამწუთას ხარ, ისეთივე იქნება, თუნდაც მონასტერში რომ წახვიდე.. ,თუ ახლა არ იწყებ ნაბიჯის გადადგმას და გეზარება, ვერც ხვალ დაიწყებ.
არ გველევა მიზეზები, რატომღაც სულ «დაღლილები» ვართ ხოლმე... თუმცა კაცმა რომ თქვას, ალბათ, გულით არ გვეხალისება სიკეთის კეთება და, გვეზარება და იმიტომაც გადავდებთ ხოლმე ყველაფერს სხვა დროისთვის..
არადა,, სინამდვილეში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ამ წუთასვე, თუნდაც დღის ბოლო რომ იყოს- დღესვე შესაძლებელია ბევრი რამ,მთავარია ნაბიჯის გადადგმა ...

განწყობას რომ ვუცადოთ - არაა სწორი. რადგანაც, ხშირად ისე ხდება, რომ შეიძლება ახლა უხალისოდ და წვალებით ვაკეთებდე რამეს, მაგრამ მომავალში კი შედეგს იღებს. ამიტომაც, ის, რისი გაკეთებაც იყო საჭირო აქამდე და არ გააკეთე, ამწამსვე უნდა ადგეს კაცი და გააკეთოს. არაფერი არ გიშლის ხელს, არც წვიმა და არც ქარი. საერთოდ,საერთოდ არაფერი. იმას ხომ არ ფიქრობ, რომ "რაღაც" გული არ მიგიწევს და ხასიათზე ვერ ხარ თითქოს - ეს ალბათ ყოველთვის ასე იქნება, ამწამს როგორაც ხარ, ალბათ ისე იქნება ხვალაც და შემდეგაც და ყოველთვის. თავს ნუ იტყუებ, "ის მშვენიერი დღე" ნამდვილად არ მოვა, როცა თავისით ყველაფერი გამოსწორდება და შენც კარგად იქნები. შენ უნდა დაიწყო სიარული, სხვა ვერავინ გააკეთებს შენს მაგიერ არჩევანს. როცა ერთ ნაბიჯს გადადგამ და მოისურვებ,უფალი შეგეწევა.
ადამიანს ხშირად ჰგონია, "ახლა სხვები მიყურებენ და ეს რო გავაკეთო, ხალხი რას იფიქრებსო". აი, ასე ნუ ფიქრობ! თორემ ყოველთვის ხელი შეგეშლება... რომც გიჭირდეს და რაღაც "დამძიმებულივით" გქონდეს გულო, და ფეხები რომ არ მიგიწევდეს, მაინც!

- მოძღვართან ან ვინმესთან მისვლა და საუბარი გინდოდა? ახლავე მიდი, დაელაპარაკე რაც საჭიროა , რატომ უცდი ვითომც ხელსაყრელ გარემოებებს? ნუ იმიზეზებდა იტყუებ საკუთარ თავს, რომ - "ალბათ, ახლა არ ეცლება", ანდა "სხვები მიშლიან ხელს" და სხვა რამეებს. თორე კი ბატონო, შეგიძლია საკუთარი თავს უმეორე, რომ "აი ახლა არ ეცალაო" ( სინამდვილეში კი - გულში გიხარია, რომ ისევ გადაიდო ეს, გამოსწორების საქმე "შემდეგისთვის", რადგანაც გულის სიღრმეში "რთული და მძიმე" გეჩვენება გამოსწორება და ცოდვებთან განშორება.)



როცა გადავხედავ, რომ მთელი წინა პერიოდი ფუჭად მაქ გატარებული, ცუდი გრძნობა მრჩება- თუ ახლა, როცა ახალგაზრდა ვარ,- დროც მაქვს, ძალაც, და რაც კი რამ საჭიროა, ყველაფერი მაქ- თუ ახლა მთელი ძალით არ ვზრუნავ ჩემს სულზე, აბა როდისღა უნდა დავიწყო ყველაფერი? რა უბედურებაა მართლაც. უკვე გავიდა ცხოვრების დიდი ნაწილი! რას უნდა ვუცადო- როდის იქნება «ერთი მშვენიერი , მზიანი დღე» და თავისით როდის ავმაღლდები სულიერად ? ? როცა ახლა , მეტნაკლებად თავისუფალი ადამიანი ვარ და არაფერს ვაკეთებ,ახლა არ ამოვდივარ ჭაობიდან და არ ვებრძვი ცოდვებს-ვნებებს, აბა მერე გავაკეთებ? - ეს თავის მოტყუებაა. "შემდეგ, შემდეგ,შემდეგ,შემდეგ.." .. თავისით არაფერიც არ იქნება დაიწყება "ხვალ"! ტყუილია, ტყუილი!
ხვალ კი არა, დღეს, და ამწამს უნდა დაიწყოს.


ყოველდღე დაკარგული საათები რომ შევკრიბო - წელიწადში რამდენი ასეული საათი გამოდის.. არადა ამ ხნის განმავლობაში სულისთვის რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა, რამდენი რამის, და ის დრო, უკან აღარასოდეს აღარ დამიბრუნდება..
უაზროდ დავდივარ, ტრანსპორტში ვზივარ , ოთახში ვწევარ, ვამთქნარებ - დროს ისე ვხარჯავ, თითქოსდა რაღაც სხვისი «ულევი ყულაბიდან» ვხარჯავდე რაღაცას,,, არადა ეს დრო, ეს საათები და დღეები, ეს წუთები ხომ მე მაკლდება, - ამით ჩემი ცხოვრების ქვიშის საათი იცლება . .

იმას არვამბობ, არ ვისუნთქო და არ ვჭამო თქო, მაგრამ საჭიროა ვაცნობიერებდეთ დროის, მართლაც წუთების და წამების მნიშვნელობას და ასე თუ ისე საჭირო რამეს ვაკეთებდეთ.. მერე თვითონვე დაინახავს კაცი დროის უკმარისობას.

და ამ ცხოვრებაში ხომ უამრავი რამ გვაძინებს. მთვარე კი არა, "მზიანი დღეც" გვაძინებს, რადგან კარგ ამინდში პირიქით, უფრო მეტად გვავიწყდება ღმერთი და ჩვენი სული.
ადამიანმა თავი თუ დააძინა, როდისღა მოასწრებს სრულყოფილებისაკენ სიარულს? მუდამ ვიმიზეზებთ საქმეებს - "აი, ეხლა ეს არის გასაკეთებელი", "აი ეხლა ის".. უმნიშვნელო ნივთებზე ვზრუნვავთ და ვუთმობთ დროს ისეთ ნივთებს და ისეთ უაზრო საქმეებს ( რომელთა გადადებაც შეიძლება), ხოლო ვაპირებთ რომ "ბოლოსკენ" მივხედოთ შინაგან სულიერ სამყაროს ..
ეშმაკის საყვარელი ფრაზა - სიცოცხლის ბოლოს რომ მივუახლოვდებით, მერე დავიწყებო სულიერ ცხოვრებას - და, სამწუხაროდ მრავალი ჩვენგანი ფიქრობს ხოლმე ასე.

თანაც, ჩვენ როგორები ვართ? გულის სიღრმეში გვინდა რომ ჩვენი სინდისის წინაშე გამართლებული გამოვიყვანოთ ჩვენი თავი - "აი კაცო, დღეს ესა და ეს საქმე მაქ, და აბა ჩემი სულისთვის დღეს სად მცალიაო" და მიზეზებს ვეძებთ რომ თავი ავარიდოთ ბევრ რამეს.
არადა ესეთი სისულელეები მხოლოდ ჩვენ გვაკლებს ბევრ რამეს, თორემ კი ბატონო, რამდენიც გინდა იმდენი ვიმართლოთ თავი. თუ გინდა, შეგიძლია არჩევანი გააკეთო - დღე და ღამ იმუშავო და სულ ნუ მიხვალ ეკლესიაში ნურასოდეს. და თავის "გამამართლებელი" საბუთიც კი გექნება. მარა რაში ვცდებით იცი? ჩვენ გვგინუა, რომ რომ ღმერთი გვადებს უამრავ ვალდებულებას და გვიბრძანებს რომ "აი, გინდა თუ არა შენს სულს მიხედეო, გინდა თუ არა ეკლესიაში იარე".. და ჩვენ, დაშინებულები ამ "ვალდებულებებით", ერთი სული გვაქ, რომ რაღას "სხვა საქმე" გამოგვიჩნდეს, რომელიც თავს დავიძვრენთ, ოღონდაც რომ ეკლესიაში არ წავიდეთ, და დიდად გვიხარია, რომ რაღაც "სხვა საქმე" გამოგვიჩნდა, რადგან ახლა გამამართლებელი ალიბი გვაქ.
აი, ასეა ზუსტად. ჩვენ მარადიულობისაკენ სიარული და სულიერი ცხოვრება "ვალდებულებად" და სიმძიმედ გვეჩვენება, თითქოს რაღაც უბედურება იყოს, "ბედნიერები" ვეღარ ვიქნებით, აღარ გვექნება გართობის საშუალება და ერთი სიტყვით, რაღაც ტანჯვა-წამებად წარმოგვიდგენია ეს ყველაფერი.
თითქოს მკაცრი დირექტორი გვავალებდეს სკოლაში სიარულს, რომელიც ჩვენთვის ტანჯვა-წამებაა, და ჩვენც (ჩვენ გუელბში ჩავიხედოთ, რომ ასეა) - ხშირად ვეძებთ მიზეზს - "აუ მას, ახლა მეზარება რა, ახლა ეს მაქ გასაკეთებელი,მერე ის, და თუ მოვახერხე, მოვალ რა სკოლაშიცო.."
კი ბატონო! კი ბატონო. ვიცხოვროთ ასე და ვიყოთ. ვიყოთ ასე მონები სიზარმაცის და უსაქმურობის, რადგან სინამდვილეში არ გვიხარია ღმერთთან ყოფნა - ღვთის გზაზე სიარული მომაბეზრებელი გვგონია, სულიერი ცხოვრება დამღლელი გვგონია, გვგონია რომ ერთფეროვნებაა, გვგონია რომ მოწყენილობაა, გვგონია რომ შეზღუდულები ვიქნებით, გვგონია რომ აკრძალული გვექნება ჩვენვის ძვირფასი რამეები, გვგონია რომ ჩაკეტილები ვიქნებით, გვგონია რომ უხალისოდ ვიქნებით და გულში ვფიქრობთ კიდეც, რომ "კაცმა რომ თქვას, რა დიდი ბედნიერება ღმერთთან ყოფნა არისო", რადგან სულ შრომასთან, დაღლილობასთან და აკრძალვებთან, შეზღუდულობის წარმოდგენა გვაქ. აი, ეს არის სიმართლე და ერთ-ერთი მიზეზიც კი ჩვენი მოდუნებულობის.

თორემ, სინამდვილეში რომ ასეთი მახინჯი წარმოდგენა არ გვქონდეს სულიერ ცხოვრებაზე და ღმერთთან ერთად ყოფნაზე, და სულ ოდნავ მაინც ვიცნობდეთ ღმერთს - ამწამსვე წამოვხტებოდით და დავიძახებდით - ღმერთო სადა ხარ, შენთან ახლოს ყოფნა მინდა! ღმერთო აღარ მინდა ცოდვები, მზადა ვარ მთელი ცხოვრება და ყველაფერი დავთმო, ოღონდაც შენთან, ცოთატი მაინც მოგიახლოვდე.. თანახმა ვარ მთელი ცხოვრება ტანჯვა-წამებაში გავატარო, ყველა ცოდვაზე ვთქვა უარი, ოღონდაც მიმიღო უფალო!..

ჩვენ კი - ვაი ჩვენდა, რა შორს ვართ ღვთის შეცნობისაკენ. საერთოდ წარმოდგენაც არ გვაქ რა არის ქრისტიანობა, ის ნამდვილი ქრისტიანობა, რაც 2000 წლის წინ განკაცებულმა უფალმა კაცობრიობას საბოლოოდ მოფინა, ვიდრე ეს ქვეყანა იარსებებს. რა სილამაზე და სიდიადეა სწორ, ჭეშმარიტ სულიერ ცხოვრებაში, რომელიც ჩვენ მუქ ფერებში გვეჩვენება ( ნუ, არამართლმადიდებლობისადმი მებრძოლ ხალხზე არ მაქვს საუბარი, ისინი ვერც სხვა დროს ხედავდნენ სინათლეს).

ჩვენ კი თავის მართლებაზე ვართ, ოღონდაც ცხოვრებაში რაც შეიძლება მეტად "მოვიშოროთ" და მოვიცილოთ სულიერი ცხოვრება, და დიდი სიხარულით ვეძებთ, რომ ოღონდაც სხვა რამ საქმე გამოგვიჩნდეს, და გავექცეთ სულიერ საქმეებს.
მაგრამ როდის უნდა ვუთხრათ ჩვენს თავს სიმართლე?
რა არის სიმართლე? ის, რომ ეს ყველაფერი ღმერთს კი არ ჭირდება რამედ, ან ვინმე სხვისი გულისათვის კი არ აკეთებ, ან რამე "ვალდებულების" შესრულების გამო კი არ აკეთებ, ან "საკონტროლო" გამოცდას კი არ აბარებ, რომ ოღონდაც მოიშორო და...
არა, არა..
ზოგადად, შეიძლება თქვას კაცმა, რომ ამქვეყნად ვის დაკარგვიხარ, ან ვის დაკარგვია შენი ლოცვა? სულ რომ დღედაღამ ილოცო, ვის რაში ჭირდება? ეკლესიაში რომ იარო სულ, ვის რაში ჭირდება? განა ღმერთი, რომლის წინაშეც, ამ სამყაროში ერთი მოლეკულაც კი არა ვართ, სულ ჩვენ "გვითვალთვალებს" რომ რამე შეცდომა გვიპობვოს და დაგვსაჯოს? ესეთი აზრი არის ანტი-ჭეშმარიტი აზრი. ეს საპირისპიროა ჭეშმარიტი აზროვნების.
ჩვენი ეკლესიური ცხოვრება და მართლმადიდებლური ცხოვრება, სხვას კი არ ჭირდება; ჩვენი ლოცვა სხვას კი არ ჭირდება, ანდა ჩვენი საქმეები (რა დიდი საქმეები ჩვენი საქმეები არის კაცმა რომ თქვას) - ეს ყველაფერი ჩვენთვის არის სასიცოცხლო, მაცოცხლებელი, რომ ჩვენი სული არ ჩაქრეს, რომ ღვთისაკენ ვისწრაფოთ, ეს ჩვენ გვჭირდება, დღემუდამ რომ ზემოთ-ზემოთ მივილტვოდეთ, ეს ჩვენთვის არის უდიდესი ბედნიერება, თორემ სხვისი ვალდებულების გამო კი არ ხდება ეს ყველაფერი კაცო..
თუ არადა, კი ბატონო - გადავდოთ და გავექცეთ ბედნიერებას, და როცა ჩვენი ცხოვრება დამთავრდება, ვინ დარჩება მოგებული? მერე ვიქნებით იმის ხასიათზე, რომ კიდევ ვთქვათ - "ღმერთო, მაშინ არ მეცალა და იმიტო ვერ მგაქციე ყურადღებაო"? ვიტირებთ და ვიგლოვებთ, რომ "ნეტა რატომ ცხოვრებაში არ ვაკეთებდი და არ ვაქცევდი ყურადღებას იმას, რაც ყველაზე მთავარი ყოფილაო". მოვა დრო და ამას ვიტყვით. მერე გვიანი იქნება.

და სწორედ ესაა მცდარი აზროვნება. ამისათვის, საჭიროა უკეთ გავეცნოთ სიცოცხლის აზრს, და როცა ადამიანი მართლა დაინახავს მაგას, მერე აღარავითარი სურვილი არ ექნება, რომ სულიერ ცხოვრებას გაექცეს და იმის მცდელობაში ვიყოთ, რომ რაღაც მიზეზები ვეძებოთ, არამედი პირიქით, თვითონვე მოუნდება ადამიანს, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად მოასწროს და დააგროვოს საუნჯე - ის საუნჯე რაც მუდამ რჩება.



ამ ცხოვრებაში რასაც ვერ მოასწრებს კაცი, იმას ხომ ესეგი ვერც ვერასდროს მოიპოვებს..
ჯობია სიზმრისეული ცხოვრებიდან გამოვფხიზლდეთ და რეალობაში მოვიდეთ - რეალობა კი ისაა, რომ ეს ცხოვრება სიზმარივით,ძალიან მალე გაივლის და ეს "სიზმარიც" დამთავრდება, ჩვენ კი რეალობის შესახვედრად სრულიად მოუმზადებელი აღმოვჩნდებით.
რა არის გამოსავალი ?.. – ალბათ, ამ წამიდანვეა საჭირო დაუღალავი ბრძოლა საკუთარ თავთან, და არ ვიფიქროთ ხოლმე "ოღონდაც ახლა არა.." . ზუსტად რომ ამ წამს. ახლავეა საჭირო განთავისუფლდე მიწაზე მიჯაჭვულობისაგან. ახლავეა საჭირო, ამოიგლიჯო გულიდან ცოდვებისადმი მიჯაჭვულობა. არააქვს მნიშნელობა როგორ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ახლავე უნდა ეცადოს კაცი წამოდგომას და კვლავ სიარულს,თუნდაც სულ ახლიდან დაიწყოს ყველაფერი. (ოღონდ არა ზედმეტ, იძულებით "წამებაში" და მონურ ფსიქოლოგიურ დაძაბულობაში გადასული. საჭიროა გვესმოდეს ქრისტიანული თავისუფლება, ხოლო ეგ კიდევ სხვა თემააა).
ასე შეიძლება მრავალი წელიც გაგრძელდეს , შეიძლება იმდენად რთული და ხანგრძლივი იყოს საკუთარ თავთან ბრძოლა , რომ წარმოუდგენელიც მოგვეჩვენოს - მაგრამ შესაძლებელია. . ეს იქნება სწორი.
ყოველდღე რაღაცას უნდა ცდილობდეს კაცი.
ამიტომაც ახლავე თუ არ გადადგა კაცმა საჭირო ნაბიჯი, - თუ თვითონ , პირადად თვითონ და ძლიერად არ მოინდომა, თუ არ მოიცალა თავის თავზე ფიქრისთვის - ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვინ გააკეთებს? არავინ გააკეთებს! არავინ. სხვას კი არაფერი, არამედ შენს სულს მოაკლდება მარადიულობაში . ვერც სხვა დაგვეხმარება , თუ შიგნიდან სურვილი არ გვაქ. უნდა გააკეთო არჩევანი - რა გინდა ცხოვრებაში. გვეუბნება უფალი - იყავით სრულყოფილიო. ესეგი შესაძლებელია. თუმცა, აქვე აუცილებლად გავიმეორებთ ფსალმუნის სიტყვებსაც, რომ "თუ ღმერთი არ აშენებს სახლს, ამაოდ ირჯებიან მუშაკნი". ანუ, ის მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს მცდელობას ღმერთი აფასებს და ის შეგვეწევა, რადგან კაცს თავის თავზე დიდი შთაბეჭდილება არ შეექმნას და არ იფიქროს "აი, მე სხვა ადამიანებთან შედარებით რა მაგარი ვყოფილვარო".
რაც ყველაზე მთავარია, ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში და ისეთ ადგილას, რომ ჩვენს წინაა, ჩვენგან სულ ახლოსვეა ის ქრისტიანული გზა, ის ერთადერთი მართლმადიდებელი გზა, რომელიც მსოფლიოში ბევრმა სხვა ხალხმა ვერ მოიპოვა, და ჩვენ კი ასე სრულყოფილად და თავისუფლად გვაქვს მინიჭებული, და ამ მადლით ასე მდიდარია ჩვენი ქვეყანა..

ჩვენ თვითონ დიდი არაფრის მაქნისებიც არ ვართ და მადლობა ვთქვათ იმაზე, რომ ხელებს ვამოძრავებთ, თვალებში მხედველობა გვაქ, წესიერი სუნთქვა შეგვიძლია და ავადმყოფობით საწოლზე მიჯაჭვული არ ვართ.
ანუ, ბევრი მადლი გვაქ უკვე მოცემული ამ კუთხითაც.
ამიტომაც, ახლა არჩევანი ჩვენ უნდა გავაკეთოთ.
მიუხედავად სირთულეებისა, ადამიანი სწორ მიზანს უნდა მიყვებოდეს წვიმაშიც და მზეშიც,საღამოს და დილას. ალბათ ძნელიაო იტყვი, მარა ნუ გაექცევი ამ "სიძნელეს", რადგან არაა ისეთი ძნელი, როგორიც გეჩვენება. თორემ ახლა თუ არ გინდა ქრისტიანობა, მაშინ აბა მონასტერში წასვლა კი არ არის გამოსავალი.. მთავარია რასაც აკეთებ, იმის არსი შეიცნო, რადგან(როგორც ქვემოთ სოფომ დაწერა) რაც გიყვარს, ის უკვე აღარ დაგეზარება. ხოლო, რაც გეზარება, ესეგი გულის სიღრმეში არ გიყვარს.
ჯერჯერობით მართალია ყველას ვერ მოვთხოვთ ამას, თუმცა ასე თუ ისე, ალბათ უკვე უნდა გვესმოდეს , რომ ბევრი რამე არის გასაკეთებელი, პირველ რიგში საკუთარი სულიერებისათვის. რას ვაკეთებთ ახლა..
საღამოა უკვე.

არჩევანი ნებისმიერ წამსაა შესაძლებელი, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იმყოფებოდე. იცოდე - ნებისმიერ წუთას, ნებისმიერ მდგომარეობაში, - გაქვს არჩევანის შესაძლებლობა. საით გადაიხრები, ეგ უკვე შენზეა - "გარემო" მიზეზებს ვეღარ დააბრალებ..