10 ivnisi; კატეგორია: სტატიები [avtori ლ.მ]


ხშირად გავიფიქრებ ხოლმე,
რა უაზრობაა ეს ყველაფერი.

როგორ უაზროდ ვატარებთ ცხოვრებას, როგორ უაზროდ ვატარებთ ყოველ დღეს.
დღე რომ მთავრდება, და უკან გამოვიხედავთ, თუ რა გავაკეთეთ ამ დღეს, რას ვხედავთ ხოლმე? არაფერს.
ანდა, თუკი რამეს ვხედავთ, ისიც მცირეოდენი რამაა და სინამდვილეში არც დიდ რამეს არ წარმოადგენს სამყაროში. ჩვენი საქმეები მთლიანად უაზრობაა, ჩვენი ცხოვრებაც უაზროდ მიედინება მდინარის დინების მიხედვით.
სამწუხაროდ ასეა.

ადამიანი სულ რაღაც 70 წელი ცხოვრობს, უმეტესი დრო იქიდან კი შრომა,სამსახური ან რაღაცეების მაგდაგვარის კეთება.. და ცხოველი განა რას აკეთებს? თავისი ცხოვრების უმეტეს დროს ისიც ასე, საჭმლის მოპოვებაში ატარებს. ისიც უვლის თავის შვილებს (ხანდახან უფრო უკეთ), იმასაც შია ხოლმე, იმასაც ძინავს. მაშ რითი განვსხვავდებით ჩვენ?

რავიცი, ჩვენც ვცხოვრობთ ისე, რომ არც კი ვიცით როგორ ვცხოვრობთ და საით მივდივართ. და ამ 70 წლიდან ბავშვობა წასულია, ახალგაზრდობა მოკლე ხანი გრძელდება, და შემდეგ უკვე გვირთულდება ცხოვრება და მოხუცებულობაში შეაბიჯებს ადამიანი, და მერე მთლად ვეღარაფერს ვაკეთებთ, რადგანაც ის, რისი გაკეთებაც ახლაა საჭირო,იმას სამომავლოდ ვინახავთ. არადა ახლაა საჭირო სიზმრებიდან გამოსვლა და ცხოვრების ნამდვილი აზრის დანახვა, და იმის დანახვა რომ სხვა ყველაფერი უაზრობაა, და რა უაზროდ ცხოვრობს ჩვენს ირგვლივ გარშემომყოფი სამყარო, და რომ თითქმის ყველა ადამიანს ერთი და იგივენაირად ძინავს და ზრუნავს იმაზე, რომ ამ 70 წლის მანძილზე კარგი ბიზნესი ააწყოს და სახლი აიშენოს, და ცხოვრება არხეინად გაატაროს.. ვაი ჩვენდა, და რა განა ამ 70 წლის მერე ეს ყველაფერი ჩვენთვის ხომ აბსოლიტურად და სამუდამოდ გაქრება, და არაფერი არ დაგვრჩება. იმის მერე რა იქნება? როგორ განვითარდება მოვლენები? აი ამაზე 1000000 ადამიანიდან მხოლოდ ზოგიერთები თუ ფიქრობენ. სხვა ყველა კი - დედა, მამა, მეგობარი, სამსახური და ა.შ. ერთი და იგივეს გვპასუხობენ - "კაცო, ჩაიცვი ტანსაცმელი, ახლა ???-ს უნდა უნდა ვესტუმროთ". ("????"-ში რაც მოგინდეთ, ის იგულისხმეთ).

და ეს სტუმრობა ხომ მალე გავა. ხომ ისევ სახლში დავბრუნდებით, ხომ ისევ მეორე დღე გათენდება, და მერე რა ხდება? მერე-ზე არავინ ფიქრობს.
- "მოიცა კაცო, აგერ ამას ავაშენებ,ამას ვიყიდი, იმას დავაგროვებ, ამას გავყიდი..", - ისმის პასუხად.

და მეგობარო, კაი, მარა ერთი წუთი შეჩერდი და დაფიქრდი აბა - ამით რას ცვლი სამყაროში? ან შენს შინაგან სულიერ სამყაროში რა შეიცვლება ამით? ვთქვათ და, ისე მოხდე, რომ ადამიანს მრავალი გეგმები აქვს, და უცბად გარდაიცვალა. ხომ დარჩა ოხრად მთელი მისი ყველაფერი, მთელი მისი ოცნებები, მთელი მისი არსებობა. ვიღაც ახსოვს ან ვის დაკარგვია ახლა ის ადამიანი? განა ვინმეს ახსოვს ეს ადამიანი 1 თვის შემდეგ? ალბათ ბევრს არც არავის..

და გამოდის, რომ რა უაზროდ მიგვყავს ცხოვრება ჩვენს.

როგორ ვხარჯავთ ჩვენი ცხოვრების მთავარ ნაწილს იმაში, რომ ვისწავლოთ "მენეჯმენტი", "ფინანსები", "ეკონომიკა" და ა.შ.

და ამაში ვხარჯავთ ჩვენს საუკეთესო წლებს.
შემდეგ ამ ჩვენს ნიჭს ვახმართ ვიღაცის კომპანიას. ჩემდეგ ვინ იცის, როდის მოგვისწრებს სიკვდილი, და საერთოდ მოუმზადებლები და არაფერი "ღირებულების" მქონენი, გადვივართ გაღმა. სრულიად ცარიელები ყოველგვარი სულიერი სიკეთეებისაგან. და აი, სხვა დანარჩენს კი ბლომად ვაგროვებთ - უსაქმურ ფილმებს, მასხრობებს, დაცინვას და კომპ.თამაშებს თუ ჩეთაობას, სერიალებს და სხვა..

რომლებიც ისევე არაფრის მომტანია, როგორც არაფრის მომტანი არაა ახლა შენს წინ რომ კენჭი გდია. გინდ იქით გადაგიგდია, გინდ ცხრა მთას იქით. არაფერი სარგებელი არაა ჩვენთვის. რა საჭიროა წვალება ამ უაზრო სახლების უზადო რემონტებზე, შპალერებებზე, წვალება ძვირფასი პარკეტების დაგებაზე და ნაირ-ნაირფეროვანი აქსესუარების შეძენაზე, ოთახების,მანქანების და რაღაც წვრილმანი ნივთების მოპირკეთებაზე ლოლიაობა. რა არაფრის მომცემია ეს ყველაფერი..

და, ამ ჩვენს ლამაზ სიცოცხლეს, რომელიც სულ სხვა რამისთვის გვაქ მოცემული, როგორ ვხარჯავთ.

რაო, რა გესმის ახლა ხალხისაგან - დაივიწყო ეს ზღაპრები არა, რაც აქ წერია?
კი ბატონო. დაძინება ადვილია.
მე რა? უბრალოდ რაღაცეებს ვწერ, ისე.

"..შენ, უფალო, ქუეყანაი დააფუძნე, და ქმნულნი ხელთა შენთანი ცანი არიან...
იგინი წარხდებიან, ხოლო შენ ჰგიე..." (ფსლ.101)

"აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს."(მათ.11.28-30)

"რამეთუ უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი. რამეთუ რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თჳსისა?" (მათ.16.25-26)