18 aprili ; კატეგორია: სტატიები [avtori ლ.მ]



ჩვენი თაობა




საერთოდ, მთელ თბილისში და საქართველოში, განსაკუთრებით ბიჭებში, დიდი ხანია ცხოვრების ჩვეულებრივ გასართობს წარმოადგენს კომპიუტერში, ტელევიზორში ან სხვაგან გავრცელებული პორნოგრაფია.

სადაც ყველა, დიდი თუ პატარა, თითქოს დიდი არც არეფერი შავდებაო, საკმაოდ აქტიურად მისდევს გამოლენჩებული და გარყვნილი ცხოვრების წესს, დილა-საღამოს ამაზე საუბარს და ეზოში თუ ქუჩაში ამგვარად მოქცევას.
მე თვითონ ვიცი ეს გარემო, რომელშიც ვართ. კარგა ხანია, რაც ამ სიბინძურით ვივსებით ადამიანები, და ეს პირველ რიგში ჩვენივე უსაქმურობის ბრალია, თუმცა ამას ხელს ბევრი სხვა რამეც უწყობს. ნუ, ახლა გამძაფრებულად გადავიდნენ გოგოების გარყვნაზეც, და ვინც წესიერებას მიყვება, იმას “კონსერვატორს” , “რადიკალს” ეძახიან და ვიღაც-ვიღაცეებს, ახლადაღმოცენებულ “სექსოლოგ მეცნიერებებს” ალაპარაკებენ, რომ თურმე “ს..სი კაია”, “ჯანმრთელობას უხდებაო” და “თქვენ რა არადემოკრატები ხართო”.
ათას რამეს რო გეტყვიან აქეთ და შენ რომ ხუთჯერ უთხრა – უზნეო ხარო, თურმე -”მკაცრი” ყოფილხარ..

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ხელს უწყობს მსფლიოში არსებული გარემოც. დაწყებული ვითომც უწყინარი ჰოლივუდელი ტელე-კომპანიებითა, და დამთავრებული დიდი პორნო-კომპანიებით.
ვინ არიან ის ზედა ეშელონების ადამიანები, რომლებიც ამ სფეროების წარმომადგენლები არიან?

ეს იმიტომაა , რომ უაზრო ტელე-ინტერნეტ შოუებს, უძიროდ მდაბიო მელომანიას და დებილურ გართობას მიეჩვიოთ, რათა ჩვენთანაც ამგვარი ცხოვრების სტილი დამკვიდრდეს ..

მთავარი წამყვანი ცნობილი პირები არიან ისინი, რომლებიც დიდი ფულისა და სხვა რამეების წყალობით მოექცნენ შოუ-ბიზნესის ზედა რგოლებში და განავითარეს ტელე-პორნოგრაფიული პროგრესი, ნელ-ნელა შექმნეს დიდი კინო-ინდუსტრიები და ქსელი, რომელთა რიგებშიც საკმაოდ მრავალი ადამიანი ირიცხება და რომლებიც აქტიურად აწარმოებენ თავიანთი საქმის პოპულარიზაციას მთელ ინტერნეტ სივრცეში და მსოფლიოში. ზოგი ვერ ხვდება ამას და უბრალოდ ფულის შოვნის გამო აკეთებს ამ საზიზღრობას, მაგრამ ზოგიერთი მათგანი კი მშვენივრადაც ხვდება, მაგრამ ადამიანობა არ გააჩნია. და რომ კითხო, ვერც ხედავს ამაში ვერაფერ ცუდს – ეს ჩვეულებრივი მოვლენა არისო..

მაგ ინდუსტრიებში შექმნილ ნაგავს მსოფლიოში გასაღება სჭირდება.
მაგრამ როგორ? გამოაკრან ბილბორდებზე რეკლამა? ამას ვერ იზამენ, რადგან კანონდარღვევა იქნება. აბა ხელი უნდა ჩაიქნიონ? ნურას უკაცრავად. ასე არ მოხდება. სატანა ასე ადვილად არ ჩერდება.
ეგ მოვლენები ისეა ჩართული, რომ ვერ გააჩერებ. მოდებულია მრავალ ქვეყანას, ადამიანებს და სულებს. და კიდევ, ვინ მონაწილეობს ამაში?
უფრო ქვედა ფრონტზე არიან გამსაღებლები, ანუ ქვეყანაში არსებული ტელევიზიები, დაწყებული ვითომც უწყინარი „საინფორმაციო გადაცემებით“ (სადაც თუთიყუშივით იმეორებენ წამყვანები იმ სიცრუეს და სიყალბეს, რასაც ავალებენ მათი მმართველები), დამთავრებული თითქმის ყველა არხზე არსებული ტელეშოუებით, სადაც თითქმის ყველა მათი წამყვანი და მონაწილე, არც მეტი-არც ნაკლები, დიდად არ ჩამოუვარდებიან იმ მეძავებს, რომლებიც გააზრებულად ან გაუაზრებლად ემსახურებიან სიბინძურეს და სულგაყიდულ მარიონეტებად არიან ქცეულები. ერთ წუთში ვითომც კარგი ვიღაცეები არიან და, მეორე წუთში კი ეკრანზე შიშველი გამოდიან და სექსს გიქადაგებენ.
ეს ეხება არამარტო „პოპულარულ“ ადამიანებს, არამედ ის „მაგარი დერსკი ტიპებიც“, ვინც ამას ავრცელებს და ნორმალურ მოვლენად მიაჩნია ეს. და, აი ასეთი ადამიანები არიან ტელეკომპანიების სათავეებში.
ზიზღით კი არ მეზიზღებიან, მარა მეცოდებიან.

ანდა, რა უნდა ითქვას იმ ვაი-ინსტიტუტებზე,და მათ მიმდევარ ადამიანებზე, რომლებიც ინტერნეტისა თუ ყველა სხვა საშუალების მეშვეობით ცდილობენ მოწამლონ ახალგაზრდული ცნობიერება, და აქტიურად ამასხარავებენ მორწმუნე ადამიანს და ეკლესიას. „დამკვიდრდა“ კიდეც, რომ ირგვლივ დაბალ დონედ და სასაცილოდ წარმოაჩენენ იმ ადამიანებს, რომელსაც ეკლესიასთან აქვს კავშირი, თითქოს გაუნათლებელი, მკაცრი და დაბალი დონის ადამიანები ყოფილიყვნენ..
ეს იმიტომ ხდება, რათა ასეთი თემების შესახებ და მოძღვრების მიმართ, ვითომც აგდებული და ირონიული აზრი დაუმკვიდრდეს ადამიანებს და ახალგაზრდობას.
ტელეარხები კი სპეციალურად მაინცდამაინც გოიმურ რეპორტაჟებს გამოჩხრიკავენ ხოლმე.
და შედეგიც სახეზეა – ამგვარი აზროვნება უკვე ბევრ ადამიანშია დამკვიდრებული..
არადა ცოტა დაფიქრება ხომ მართებს ადამიანს – თუნდაც რომ კარგი მძღოლი ვერ ნახო, მანქანას რაღას ერჩი?…

განსაკუთრებით 8, 9 ან 10, ან 11 და 12 კლასელები, რომლებიც საკუთარი ნებითა თუ სხვისი ხელშეწყობით ამ გარყვნილების ჭაობში შედგეს ფეხი და დაიწყეს საკუთარი სიცოცხლის დაბინძურება.
ამას შეიძლება თქვენივე „სამეგობრო წრე“ უწყობდეს ხელს, რომლებიც თვითონაც ამას აკეთებენ და სხვასაც იგივეს ურჩევენ.
თუკი ამის გაცნობიერება ვერ მოხდება ამჟამად(და არა სამომავლოდ), მაშინ ადამიანი ნელ-ნელა ინსტიქტებს მიდევნებულ ფინია ძაღლს დაემსგავსება. ბოლოს კი ვითომც ამ გასართობების მიღმა, იგრძნობ ბნელ და უფერულ ცხოვრებას, დაბინძურებულ თავს და თვალებს, და ცოდვით დამძიმებულ გულს, რომელიც ცარიელი იქნება. მოტყუებული დარჩები, და დაემსგავსები იმ ადამიანებს, რომლებსაც თითქმის არავითარი საღი აზროვნება არ გააჩნიათ და ყველაფერზე ეცინებათ, და მათი მოსმენით და მათი მიდევნებით, რა სარგებელი დაგრჩებათ?

და ამ ყველაფერმა თავისი შედეგიც გამოიღო – როგორია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება? დილიდან საღამომდე როგორ გადის დრო? დღის განმავლობაში რას აკეთებ? და როგორ გადის დღე?
როგორ და შემდეგნაირად: გათენდება ახალი დღე, გაიღვიძებ, ადგები და უფ რა კარგია -მზიანი დღეა, თავისუფალი დრო გაქ და არიქა, ან კომპიუტერი ჩავრთოთ და დავიწოთ რამე იდიოტური თამაში, და „ქულები“ დავაგროვოთ, ან გასული თუ ვართ სახლიდან – ერთი სული გვაქ სახლში დავბრუნდეთ, და ქაუნთერს ჩავუჯდეთ, ანდა საზიზღრობის ყურება დავიწყოთ. ნუ, ეს ალბათ უფრო ბიჭებს, თორემ გოგოებსაც ექნებათ ამგვარი თავშესაქცევები.

სხვათაშორის, ის ფაქტი რომ, ეშმაკის ხსენებაზე ბევრს ეცინება, იმათი დამსახურებაცაა, რომლებიც ცდილობენ ტვინი გამოგირეცხონ. რომ იცოდეთ, პირიქით – იგი უფრო მეტად “იცინის”, როცა გაუაზრებელ ადამიანებს პოულობს.

მართალია, ჩვენთან, უშუალოდ სახლების წინ არ არის გახსნილი ბნელი ბუდეები, მაგრამ ახალგაზრდობა (და ზოგიერთი უფროსი ადამიანიც) საკმაოდ ცნობიერება-შერყვნილია უკვე. თუმცა, მხოლოდ სხვებს ნუ დავაბრალებთ, ისინი არიან მხოლოდ ხელის შემწყობი გარემოებები.. გადამწყვეტი პრობლემა თვითონ ჩვენშია, იმიტომ რომ ჩვენვე ვთანხმდებით ამ ყველაფერზე.

სხვა საკითხია, როცა ვერ ხვდება ამას კაცი. თუ არ იცი ამის ცუდი და კარგი მხარეები, თუნდაც დაეკითხე იმ ადამიანს, რომელსაც ნამდვილი ცხოვრების შესახებ აქვს წარმოდგენა, ესმის რა არის უკეთესი,რა არის სული და რა არის ადამიანი.. როგორი უნდა იყოს შენი ცხოვრება, რომ გამოხვიდე ჭაობიდან, და ადამიანად ჩამოყალიბდე. ეს არაა ადვილი, და ბევრი შრომა და ნებისყოფა სჭირდება, თუმცა თუ გექნება სურვილი, მაშინ გაგიადვილდება და ნებისყოფის მოკრებაც უნდა შეძლო. სხვა ვერავინ გააკეთებს იმას, რას უშუალოდ შენზეა დამოკიდებული და შენი გასაკეთებელია.
უნდა განსაზღვრო შენი ცხოვრებისათვის რაა კარგი და რაა ცუდი. შენ შენებური საასპარეზო მოედანი გაქ, რომელზეც ცალკეული მეომარი ხარ, და შენ მაგივრად სხვა ვერავინ იბრძოლებს. სამწუხაროა ისიც, რომ თვით შენი სამეგობრო წრეც კი იწყებს იმ ადამიანის დაცინვას, რომელსაც გამოსწორება უნდა. ბევრ გარემოში, როცა იტყვი – რომ არ გინდა მეძავებთან ურთიერთობა, დაგცინიან და „ბანძად“ მიგიჩნევენ. ვაი, რა უბედურებაა, როცა ვერ ხვდებიან ამას.

შენ კი, შენ გზაზე გაიარე, მაგათ ყურადღებას ნუ მიაქცევ. შენ იქით გადადგი ნაბიჯი, საითაც სწორია და ნუ მიაქცევ ყურადღებას, თუნდაც გიჟად ჩაგთვალონ. გადახედე შენი ცხოვრების პერიოდებს, როგორ გადის. ყოველწუთას ეცადე, რომ გამოიჩინო ნებისყოფა, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ეს გრძნობები გიჩნდება და უკვე ვეღარ აკონტროლებ შენ თავს, სწორედ მაშინ დაიკავე თავი და გაიხსენე, რასაც აკეთებ. რომ არ ხარ ძაღლის მსგავსი, რომელიც ვერ აკონტროლებს თავის ინსტიქტურ-პირუტყვულ გრძნობებს.

დღესვე დაიწყე რამის შეცვლა, მართალია რომ გექნება სურვილი და ლტოლვა ისევ იმ ცოდვისადმი და მეძავების პორნოგრაფიების ყურებისადმი, მაგრამ გააცნობიერე, თუ რამდენად საზიზღრობაა, და როგორ აქვს შენი გონება და გული დაბინძურებული. ამ მდგომარეობიდან უნდა გამოხვიდე და ძალა უნდა მოიკრიბო.

წამოდექი ახლავე.
გადი. გაიარ-გამოიარე…

ჩნდება აზრები: „კიდევ ერთხელაც და ვსიო„…. თავს ნუ მოიტყუებ და ნუ იფიქრებ – რომ მისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმით სურვილს ჩაიცხრობ. ძალიანაც შეცდები. იმიტო შეცდები, რომ თუკი ისევ იგივეს გააკეთებ, რაღაც დროით კი გადაგივლის სურვილი, მარა მერე უფრო მეტად მოგინდება. თუ არ ხართ დარწმუნებული, გამოცადე შენი თავი – როცა გწურია წყალი და დალევ, რა გრძნობა გიჩნდება? კიდევ გწყურია? არა, უკვე აღარ გწურია, და გრძნობ, რომ დაისვენე და მეტი აღარ გინდა. მარა საკმარისია რამოდენიმე საათი ან დღე გავიდეს და დააკვირდი შენს თავს – განა ისევ არ გინდა წყლის დალევა, თან ძალიან? (მიუხედავად იმისა რომ რამოდენიმე ხნის უკან საერთოდ არც გწყუროდა). ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას პორნოგრაფიის ყურებისადმი ლტოლვაზეც, რომელიც როგორც ნარკოტიკი ისე იქცევა, ერთ წუთში რომ აღარ გინდა, და მეორე წუთში რომ აგიჟებს ადამიანს. რომ იფიქრო, რომ „აი ვსიო, ეს ბოლოჯერ იყოსო“, თავს მოიტყუებ… ეს არის ეშმაკისაგან მოსული აზრები, რომ თითქოს კიდევ „ერთხელაც“ და მეტს აღარ მოგანდომებს, მაგრამ მერე ისევ ეფლობი.

ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას კაზინოსა, ქაუნთერ-მანიისა თუ სხვა ამდაგვარ, დიდი არაფრისმომცემ და ვირტუალურ-ნარკოტიკებზე…

აბა, რა უნდა ქნას, როცა უკვე ვეღარ აკონტროლებს ადამიანი საკუთარ თავს?
რა და არ უნდა დაემსგავსოს ქვას,რკინას,მაგიდას ან ხეს, რომელსაც არ აქვს გონება. წუთიერი სიამოვნების მიღების გამო არ უნდა ჩაეკეტოს ჭკუა, და პირველ რიგში, ნებისყოფა მოიკრიბოს, ზეწოლას გაუძლოს რამოდენიმე საათი (ან დღე) და მერე ნელ-ნელა ჩაივლის.
ნუ იქნები იმის იმედზე, რომ დადგება „ერთი მშვენიერი დღე“, როცა აღარ მოგინდება, და გამოსწორების გზას ადვილად დაადგები. ესეც ეშმაკისგანვე მოსული აზრებია, იმიტომ რომ, დღევანდელი დღეც ძალიან მშვენიერია და არაა საჭირო უცადო ვითომც „იმ მშვენიერი დღეს“. ის მშვენიერი დღე სწორედ რომ დღევანდელი დღეა, ეს წუთებია, უბრალოდ ეს არ გვაქ გაცნობიერებული.
თუ ამაზე არ იფიქრე, იქნება და მოგისწროს მანამდე სიკვდილმა, მერე კი უკვე გვიანი იქნება.

არც ის ვიცით ხომ, რამოდენი წლის სიცოცხლე გვაქ წინ. იქნება რამოდენიმე კვირაღა დარჩა.. ვინ იცის..

და ნუ გაქ იმის ილუზია, რომ მომავალში თავისით მოხდება გამოსწორება. გამოსწორება დღეს იწყება, ამ წუთიდანვე, და ამ წამიდანვე. სამომავლოდ რატომ უნდა გადადო საქმე. რადგან შენ ხომ გიჭირავს შენი ხელები, შენი ფეხები, თავი, ყური, ცხვირი, თვალი.. აი ამ წამსაც შენ მართავ ამ ყველაფერს, და თუკი ახლა, ამ წუთას არ უნდა შენს გულს, რაღაც დროის მერე გგონია თავისით მოგინდება? ასეთ დროს გულს კი არა, საღ გონებას უნდა აყვე.. გონება ხომ გეუბნება, რომ იმ ჭაობში, რომელშიც ვართ, უამრავი წურბელა გვახვევია, და რაც უფრო დააყოვნებ, ისევ შენთვისვეა ცუდი, რადგან მერე ხომ მაინც ნაპირზე უნდა გამოხვიდე და რაღაზე აყოვნებ. მართალია, ეს ჭაობი დიდად სიამოვნების მომგვრელია, მაგრამ სინამდვილეში უარესია შენი ბედნიერებისა და სულისათვის. ამ ყველაფერს სხვისთვის კი არ აკეთებ, არამედ შენთვისვე, შენთვის..

შეუძლებელი არაა, თუმცა კი რამოდენიმე კვირა თავიდან მართლა ძნელია. მარა უნდა ივაჟკაცოს ადამიანმა. დროულადაა საჭირო აქიდან გამოსვლა, რატომღა უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი რაღაც წუთიერი სიამოვნების მიღების გამო? განა შენვე არ აკონტროლებ შენს ქმედებებს? კომპიუტერს, კლავიატურას, მაუსს.. და იმის მაგივრად რომ შეყვე და შეყვე, განა ერთ წამში არ შეგიძლია წითელ X დააჭირო და გამოერთო მიჯაჭვულობისაგან? კი, შეგიძლია, მარა ვერ ვაკეთებთ. და საჭიროა იმაზე პასუხის გაცემა, თუ რატომ ვერ ვაკეთებთ.

ალბათ, პირველი ნაბიჯი ისაა, როცა გცალია, არ გაიქცე არსად,ცოტა ხნით შეაჩერო შენი თავი და შეეკითხო შენ თავს, რომ გინდა თუ არა იყო ადამიანი, სრულფასოვანი არსება, ხატად ღვთისა შექმნილი, და ის, რომ შენი ადგილი და ცხოვრება არ უნდა იყოს სანაგვეში ჩაგდებული, როგორც გასართობი, სათამაშო ძაღლი, რომელიც ერთ წუთში თამაშობს და უაზროდ ერთობა, მეორე დღეს კი მოკვდება და აღარავის ეხსომება.

გინდა თუ არა ბედნიერი ცხოვრება და სრულფასოვან ადამიანად ყოფნა, რომელზეც ხანდახან გიოცნებია. არ არის ადვილი, თუმცა არც შეუძლებელი არ არის. ნებისყოფა უნდა მოიკრიბო და სწორი გზა უნდა იპოვო. თუმცა მხოლოდ ესეც არ კმარა. რატომღაც ალერგია გვაქ, როცა კარგ რჩევებს გვეუბნებიან, ხოლო ცუდ რჩევებს სიამოვნებით ვუსმენთ. (თუკი გგონია, რომ ყველაფერი კარგადაა, მაშინ რაღათ გინდა ამ ყველაფრის კითხვა.)
მარა თუ მიხვდები, რომ მართლაც ჩაფლულები ვართ, მაშინ საჭიროა სხვა ადამიანისგანაც დახმარების მიღება (რაშიც ჩვენი სიამაყე ხელს გვიშლის ხოლმე). როცა ადამიანისგან კარგ რჩევას ისმენ, რატომ არ უნდა გააკეთო? მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე ნუ იქნები. რა იცი, ჩვენი ჯანი და ძალები, როდის წაგვერთმევა და როდის დაგვიბრუნდება, ჩვენზე ხომ არაა დამოკიდებული. სხვაგვარად შეუძლებელია – სხვა უნდა მოგვეშველოს – თუმცა რათქმაუნდა შენც უნდა ივაჟკაცო. შენი არჩევანი შენი გასაკეთებელია, სხვა არავისი. თუნდაც არ გსიამოვნდებდეს, და შენთვის რჩევების მომცემს თავი მაგარი ვიღაც ეგონოს, შენ ეგ ნუ გაღელვებს, არამედ თუკი კარგი რჩევაა, მიიღე და იმაზე ნუ დარდობ, რომ თუნდაც “დამარცხებული” ეგონო სხვა ვინმეს.

და ამ არჩევანს შენ აკეთებ ნებისმიერ მომენტში. როცა თენდება ლამაზი დღე და თავისუფალი ხარ ამ დღეს და ყველაფერი ხელს გიწყობს, და გინდა რომ ჩაუჯდე , უყურო და დატკბე ისევ და ისევ იმავე სანახაობით – გაიხსენე რომ საზიზღრობაა ეს.
ერთი სული აქვს ხოლმე ადამიანს, სადღაც სისულელეებში შეძვრეს და „დაისვენოს“ ვითომც .. – სიყალბეა ეს , მეტი არაფერი. თუმცა როგორ ვცხოვრობთ და როგორ გვძინავს.. გამუდმებული ვირტუალ-თამაშებით,ინტერნეტ-ნაგავით და სხვა რამეებით ვიჟღინთავთ ფიქრებს და ეს მალე უკვე უაზრო ცხოვრებად გადაიქცევა.

მოინდომე და კარგ საქმეში ღმერთი შეგეწევა. თუნდაც მოწყენილი იყო, თუნდაც არაფერი საქმე არ გქონდეს და კომპიუტერთან იყო მიმჯდარი. გინდ დღე იყოს, გინდ ღამე. ნებისმიერ დროს შენი თავი შენ გიჭირავს და შეგიძლია უარი თქვა და მოწყდე კომპიუტერს და მიჯაჭვულობას, მიუხედავად იმისა, რომ მიჯაჭვულობის გრძნობა კვლავაც დიდ ხანს გექნება.

ნუ გგონია, რომ ინტერნეტში ახლა რამე მნიშვნელოვანი ხდება.. საერთოდაც არაფერი არ ხდება. ისევ ისეა ყველაფერი. უძირო უაზრობა და არაფრისმომცემი გასართობები. არაფერიც არ ხდება ინტერნეტში – გაურკვეველი ფუსფუსია, დროებითი მეგობრობები და ა.შ.
შეგიძლია ცოტა ხნით მაინც დაივიყწო მთელი ინტერნეტ-სამყარო.. ამწამსვე, შეძელი რომ ერთი წუთი ან 30 წამი მაინც, გაჩერდე, დახუჭო თვალები, დაფიფრდე.. და რა უშლის ხელს წითელი X-ის დაჭერას და წამოდგომას?..

გაიხედე გარეთ.. გაიხედ-გამოიხედე.. დაუსვი შენ თავს კითხვა – რას აკეთებ ამწუთას? განა ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის – დრო, რომ ასე გადის დღეები და კვირეები.. ასე გადის დრო და ცხოვრებაც იმაზე ზრუნვადაა ქცეული, რომ რა სისულელე გააკეთოს კაცმა დღეს და ხვალ, და სიცოცხლის აზრს მხოლოდ ამ ცხოვრების ჩარჩოებში ვატრიალებთ. არადა ყველას დავიწყებული აქვს, რომ ეს ცხოვრება დროებითია და არ უნდა გქონდეს იმედები მარტო ამ ცხოვრებაზე, რადგან მოვა წარმატება და უცბადვე წავა. გავა დრო და არაფერი დაგრჩება. სწორედ ესაა მიზანი იმ ბნელეთის, რომ დაგავიწყოთ მარადიული სიცოცხლე, და მხოლოდ ამ ცხოვრებაში დროის ტარებაზე გაფიქრებინოთ.

არადა მთავარი, ერთადერთი სწორი სინამდვილე თითქმის არც არავის ადარდებს და არც არავის ანაღვლებს.
იყო დრო, როცა მეც მიმიღია მონაწილეობა ამ საშინელებაში და ყველას მოვუბოდიშებ, მარა ჩემი ბოდიში ვისღა უშველის ახლა.. არც კი ვიცი რამდენი ვინმე დავაყენე ცუდ გზაზე ჩემი ქმედებით.
მარა ახლა ესღა შემიძლია რომ ვთქვა და იქნებ ვინმეს გამოადგეს მაინც..

მარა ვისაც აქვს ჭკუა, იმან თავის თავს უნდა უშველოს, და ცოტა დაფიქრდეს – ეს ცხოვრება რისთვის გაქ მოცემული? იმისთვის, რომ ასე უაზროდ გაატარო და შენი მიზნები მხოლოდ ამ სწრაფად წარმავალ მოვლენებს ეხებოდეს? რატომ გაქ დავიწყებული შენი სული, რომელსაც სულ სხვა რაღაც უნდა, რაზეც თითქმის არასდროს ფიქრობ და ვერც “მოიცალე”.. არადა ეგაა ყველაზე მთავარი, ამ ცხოვრებაში მაგას უნდა მიხედო, ჩვენ კი ამ თანამედროვე ეპოქაში, ეს ყველაზე მთავარი რამ ყველაზე მეტად დავიწყებული გვაქ – პატარებსაც და დიდ ადამიანებსაც, და ჩვენი მიზნები მხოლოდ რაღაც-რაღაცა ნივთებით შემოიფარგლება (ეს ვიყიდო- ის ვიყიდო; როდის მექნება ის მანქანა,კომპიუტერი,სნიკერსი და ა.შ..)

წამოდექი.. გაიარე. ეზოც გაქ წინ. ( ჩემს წინ რაღაც გორაც არის). ნუ იდარდებთ იმაზე, თუ სხვები რას იფიქრებენ როცა დაგინახავენ. თუ უნდათ, სულაც „გიჟი“ დაგიძახონ. გაიარეთ თუნდაც მარტომ. სულ, სულ მარტომ. გაიარ-გამოიარე. დროც გაქვს და ხელს არაფერი გიშლის.
შეიძლება კომპიუტერისაკენ მიგიწევდეს ისევ გული, მარა ნუ მიაქცევ მაგ გრძნობას ყურადღებას, და თუნდაც სულ რომ დაგყვებოდეს ეგ გრძნობა, თავს დააძალე – „ძალით“ გადი გარეთ.
გაიხედე ფანჯარაში.
მთელი ვირტუალური სამყარო ერთად რომ შეკრიბო, ალბათ ვერ შეედრება იმ სიამოვნებას, რომელიც ბუნებაში ყოფნას მოაქვს ადამიანისათვის. ანდა, დრო რომ გამონახო რამე კარგი წიგნის წასაკითხად.
არც ქალაქგარეთაც გასვლაა ძნელი. (ამისათვის ფული კი დაგჭირდება, მარა ~30 ლარად არ გიღირს, რომ ცოტა გამოაფხიზლო შენი სული?).

ეცადეთ ნაკლები იფიქროთ კომპიუტერზე და პორნოგრაფიაზე. ვიცი, რომ მაგ მიჯაჭვულობის გრძნობას ადვილად ვერ გაექცევა ადამიანი- ვერც ეზოში, ვერც სხვაგან და დიდი ხნის მანძილზე შეიძლება სურვილებმა გაგტანჯონ და მოსვენება არ მოგცენ, თუმცა თუკი გიღირთ რომ ადამიანად ჩამოყალიბდეთ, საჭიროა რომ ნებისყოფა გამოიჩინოთ და იბრძოლოთ ამ პერიოდის მანძილზე. კარგია პატრიარქის ქადაგების მოსმენაც. ომი დიდხანს გრძელდება ხოლმე, ეს დასაწყისია. მერე შედეგს ნელ-ნელა მიიღებთ, და რაღაც დროის მერე მიხვდები რომ წინ გექნება ნაბიჯი გადადგმული. ოღონდ მარტო შენს თავს ნუ ენდობი, რადგან საკუთარი აზრი ყოველთვის როდი ემთხვევა სიმართლეს.

ღმერთმა დაგანახოს უკეთესი გზა, და დაე შენც მოგეკრიბოს ძალა.
ნურასოდეს დაივიწყებ შენს ადამიანობას – დარში თუ ავდარში.