23 იანვარი ; კატეგორია: სტატიები




კომპიუტერის ავკარგიანობის შესახებ;
ჯობია ნელა გადაიკითხოთ.

ეს საერთოდ მაშინ ხდება როცა სახლში ხართ ძირითადად.. განსაკუთრებით ახალგაზრდები. ახლაც ალბათ კომპიუტერთან ხართ მიმჯდარი და რაღაცეებს აკეთებთ, საიტებზე უნდა შეხვიდეთ, აქეთ-იქით დაათვალიეროთ და იძრომიალოთ, ითამაშოთ Flash თუ სხვა თამაშები და ერთი სული გაქვთ დრო გაატაროთ. ანდა თბილი,წვიმიანი საღამოა და ჰა-ჰა ემზადებით ჩაუდჯეთ პოკერს ან რომელიმე თამაშს,გული გიძგერთ და ერთი სული გაქვთ როდის დაიწყებთ... მაგრამ არც ისე ადვილად და კარგადაა საქმე, როგორც გვგონია.

თუ დიდი ხანია ზიხართ უკვე კომპიუტერთან (1-2 წელზე მეტია) და საათობით დროს ატარებთ, უკვე შემჩნეული გექნებათ რომ საკმაოდ შეცვლილია თქვენი ცხოვრება.ჯერ მარტო ფიზიკური ცვლილებებიც შეიძლება შემჩნეული გაქვთ - თვალისტკივილი ან სახის სიმშრალე... ყველაზე ცუდი კი წლების განმავლობაში გონებრივი მდგომარეობის გაუარესებაა. სამწუხაროდ ნაკლებად ვრცელდება ის გამოკვლევები, რომლებიც კომპიუტერის მიერ მოყენებულ ზიანს აღწერენ,(აბა ამას „მიკროსოფტი“ გეტყვით თუ კომპიუტერის „კომპანიები“ გეტყვიან? რომლებიც პირიქით, იმას ცდილობენ,რომ თავიანთი ბიზნესი ამუშავონ).
მარა უნდა დაფიქრდეთ, ნუთუ ასეთი მიშვნელოვანია ინტერნეტში ხეტიალი,ეს უაზრო თამაშები, რაღაც პროგრამირებებზე თვეების და წლების ხარჯვა, თან ეს საქმიანობა სინამდვილეში რამეს აგროვებს? არაფერს, საბოლოო ჯამში მხოლოდ კომპიუტერის დისკები(„ვინჩესტერი“) ივსება, და მეტი არც არაფერი. სხვა საქმეა, თუ სამსახურისთვის ან სხვა რამის გამო მართლა გჭირდებათ, მაშინ რათქმა უნდა სხვა შემთხვევაა ეგ. თუმცა ახლა ძირითადად ჩვენს თავზე ვამბობთ, რომლებიც სამსახურის გამო ნამდვილად არ ვზივარ მონიტორებთან.

დილას რომ ადგება კაცი და ერთი სული გაქ კომპიუტერთან დაჯდომის, თითქოს რაღაც გელოდებაო იქ - არადა არაფერიც არ გელოდება, უბრალოდ თავის მოტყუებაა.. ადამიანი უდიადესი არსებაა, და მას აქვს თანდაყოლილი, შინაგანი მისწრაფებები უკეთესობისაკენ, თუმცა ეს მისწრაფებები ჩვენზეა დამოკიდებული, და როცა ყურადღებას არ ვაქცევთ, მაშინ მათ უაზროდ ვფლანგავთ, ვფიქრობთ რომ კომპიუტერში გავაკეთებთ ჩვენი თავის "რეალიზებას" და ა.შ. რაც სინამდვილეში, ცხოვრებაში არც გამოადგებათ, და საბოლოოდ ტყუილად დაკარგული დროა - ნუ გეგონებათ რომ ბევრ რამე ღირებულს შეგძენთ ეს ცხოვრებაში.. იგივეს ვიტყვი ჩემ თავზეც სამწუხაროდ...

იკითხავთ - რატომ გადავეკიდეთ კომპიუტერს , რას გვიშლის ან რა შავდება იმით რომ ვუზივართ?
- გააჩნია, შემთხვევასაც.
რეალობას თუ ვიტყვით და არა თეორიას, ის შავდება რომ იგი ამახინჯებს ცხოვრებას, რომ - იგი ნარკოტიკია, თანამედროვე მსოფლიოს ნარკოტიკი, რომელიც ნელ-ნელა ჯანმრთელობიდან დაწყებული ფსიქიკას შლის და აბინძურებს, და პრაქტიკულად მთელი თავისუფალი დრო მის დაქვემდებარებაში ექცევა. და გამოდის რომ, საიტებით,პროგრამებით და სხვა რაღაცეებით ვირტუალურ სამყაროში გადასული და ცხოვრებას დაცილებული ვრჩებით..

არ მოგნდომებიათ რომ რამოდენიმე დღით კომპიუტერი "ამოგეღოთ" საერთოდ და დაგევიწყათ ცოტა ხნით? ან რა დაკარგვია ადამიანს ასეთი,რომ ყოველთვის, დილაა თუ საღამოა, ერთი სული აქვს რომ მიუჯდეს კომპიუტერს...
თუ ასე გადის თვეები, გავაკეთოთ ერთი რამ... გარკევეული პერიოდით, ვთქვათ ერთი კვირით საერთოდ,საერთოდ აღარ მიუჯდეთ კომპიუტერს. თუ ფიქრობ რომ ზედმეტი არის ამის თქმა - კი ბატონო, მაშინ ნუცარც გააგრძელებ ამის კითხვას. მარა მე არ ვამბობ აუცილებელ საქმეებზე, რომელთაც ჰა-ჰა, 5-10 წუთი ჭირდება(!). ხოლო სხვა რამეებისთვის, რაც არ უნდა იყოს ისეთი - მაინც არ დაჯდეთ: ნუ დაიდარდებთ ვინმე თუ მოგწერთ, ან რამეს გამოტოვებთ ინტერნეტში, ან რამე პროგრამების დაყენება გინდოდათ და ა.შ... ცოტა ხნით გადადება შეძელით, მოერიეთ საკუთარ ხელებს. გამოიმუშავეთ ნებისყოფა ... ფაქტია,მარა ვერ ვწყდებით ასე მარტივად.. თითქოს ადვილია, მარა არყოფილა თურმე ადვილი. პირიქით, ძნელია.
ოღონდ სამომავლოდ არ გადადოთ,უბრალოდ დაიწყეთ ამწამსვე დანებება (კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საუბარი არ მაქ ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც ობიექტური მიზეზების გამო მუშაობენ ყოველდღიურად კომპიუტერთან. არამედ აქ ჩვენ ვლაპარაკობთ კომპიუტერზე, როგორც ჩვენს მანიპულატორზე, განსაკუთრებით ჩვენნაირ, ახალგაზრდა, გართობისმოყვარულ თაობაზე)..
გავა ერთი, ორი დღე რო საერთოდ არ დაჯდეთ. დაგიგროვდებათ “საქმეები”,,, მარა სინამდვილეში დიდი არაფერი არ მოხდება რომც არ ჩართოთ და კვირეების განმავლობაში საერთოდ არც კი დაჯდეთ.
შეგიძლიათ დაიწყოთ მომიზეზება - აუ ახლა ცოტას ჩავრთავ, ცოტას იმას ვიზამ, ცოტას ამასო და ა.შ. ნუ, კარგი, მოიტყუე საკუთარი თავი. სხვას რა, თვითონ რჩები თვითმოტყუებული.
მართალია,რომ ძალიან შეიძლება მოგინდეთ დაჯდომა (და ნახავთ “ლომკას”-აც, თუ როგორი რთულია), მაგრამ შესაძლებელია, მოცილდით მონიტორებს.. არ უნდა დაგამარცხოთ კომპიუტერის სურვილმა...

ასე ქენით ხოლმე ხშირად.

გაისეირნეთ ხოლმე სადმე, ჰაერზე, ეზოში , გორაზე ….

როცა არ დაჯდებით ხოლმე, დღის ბოლოს ნახავთ , როგორი სხვანაირი იქნება ის დღე.
რამოდენიმე ხნის მერე, როცა წყნარ ადგილას გახვალთ ხოლმე, ცოტა ხნით ჩამოჯექით (ნუ გაგექცევათ გული იქით-აქეთ და ნუ აჩქარდებით გონებით. დამშვიდდით, წყნარ ადგილზე დაჯექით და დაფიქრდით, გადახედეთ, გაანალიზეთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება, როგორ გადის, როგორ იცვლება..) მიხვდებით , რომ თქვენ ცხოვრებაში ინტერნეტ-სამყარო არც იჭერს მნიშვნელოვან ადგილს, იმიტომ რომ უმეტესობა 98% უაზრობაა ეს რაღაცეები. თანაც რამდენი ცუდი რამ მოაქვს ადამიანისთვის. მოინდომეთ რომ თავი დაანებოთ ინტერნეტზე მიჯაჭვულობას. დროდადრო დაივიწყეთ ხოლმე საერთოდ იგი, თორემ გავა წლები,თვეები, დღეები და რამდენ დროს დაგაკარგვინებთ, თვითონ ნახავთ. მათემატიკა თუ გეხერხებათ, ეს თვითონ დაიანგარიშეთ. და თუნდაც ვერ დაიანგარიშოთ, ერთი საათიც კი უაზროდ დაკარგული, ძალიან დასანანია.

გაიარეთ ხოლმე, გაისერნეთ სადმე, თუნდაც მარტომ..
და ასე კარგი იქნება თქვენთვის.
ტექნიკის ჩვეულებრივ დონეზე ცოდნა კი კარგია, მაგრამ სულ ამაზე ფიქრი და ასე ვირტუალურ ცხოვრებაში ჩაძირვა და გადანაცვლება საშინელებაა. მის გარეშეც უნდა შეგეძლოთ ყოფნა. ნუ დააძინებთ თავს და ნუ გექნებათ მიდრეკილება ამისადმი, ეცადეთ და ებრძოლეთ საკუთარ თავს, მიჯაჭვულობის გრძნობებს და სინდრომს. ეცადეთ რამე მნიშვნელოვანი მონახოთ და გარეთ, ნამდვილ ცხოვრებაში დაბრუნდით , თორემ internet-ი, Counter, სხვა თამაშები, და არც სხვა რამეები, არ მოგიტანთ არაფერს და ამას გვიან მიხვდებით.