29 ივლისი; კატეგორია: სტატიები [avtori ლ.მ]



ბავშვობის ასაკი, ისევე როგორც მომდევნო წლებიც, სავსეა ხოლმე უსიამოვნებებით. თუმცა სკოლაში სწავლის პერიოდი, წლები გამოირჩევა თავისი უსიამოვნებებით, რადგანაც ამ დროს ახალგაზრდები განსაკუთრებულად მგრძნობიარეები ვართ და თითქმის ყველაფერი ახდენს ჩვენს გულზე ზეგავლენას.
ყველაზე გამოკვეთილი სიძნელე და უსიამოვნებები მაინც ადამიანებთან და ამხანაგებთან ურთიერთობაა, განსაკუთრებით კი იმათთან, ვისთანაც მცირე თუ დიდი უთანხმოება გვაქვს.
სამწუხაროდ, ასე იყო ყოველთვის და ახლაც ასეა - არსებობენ გაბოროტებული ადამიანები და ბავშვები, რომელნიც მუდმივად იმის მცდელობაში არიან, სხვას რამე დაუშავონ, რამე გაუკეთონ, დაცინონ... გააშაყირონ (სხვისი დაცინვა - ეს მდაბიო ადამიანის ქცევაა), წაართვან ფული, ნივთები.... აბუჩად აიგდონ ჩაცმულობის თუ სხვა უაზრო რამეების გამო. შედეგად კი, ეს ადამიანი რჩება ნაწყენი, გულის სიღრმეში რაღაც აწუხებს, უხასიათობა ემართება, უიმედობა, მოწყენილობა, და სხვა საშინელი გრძნობები უჩნდება (ძაან ნაცნობი სიტუაციაა...).

ასეთი ადამიანები არამარტო ბიჭებში, არამედ გოგოებშიც ასევე არიან (სად უფრო მეტია, ეგეც საკითხავია). ერთი შეხედვით "დერსკი" გოგო შეიძლება იყოს, მარა საშინელი თვისებები ჰქონდეს, და სხვებს (განსაკუთრებით ბიჭებს), თავს კარგ გოგოდ აჩვენებდეს.
ასევე ბიჭიც, ვითომც გოგოებში რომ "გამოჩნდეს" მაგარ ტიპად, უამრავ საძაგლობას მიმართავს, და სხვისი ლანძღვით თუ სხვა უზნეო ქცევებით ცდილობს მოაწონოს სხვებს თავი..
მოკლედ, არც ბიჭებში და არც გოგოებში არ არის სიწყნარე, იქაც და აქაც სიბინძურეა, თუმცა მთავარია შენ არ გაეხვე სიბინძრეში და მონახო სუფთა ადგილი და სუფთა ადამიანები.

შენ ალბათ ფიქრობ, რომ ვინც "ყოჩები" არიან და მიყავთ პალაჟენია, იმ ადამიანებს რომ დაუახლოვდები და იმათ მოსაწონ რამეებს გააკეთებ, გააცინებ და "თავს მოაწონებ", ამით გგონია, რომ მაგარ სარგებელს იღებ? არა, არ მოტყუვდე.. გგონია, რომ მაგათ თუ შეეტენები და დაუმეგობრდები და მაგათ "ძერსკ" სამეგობროში შეაღწევ, მშვიდობიანად იქნები?
პირიქით, ამით შენ ცხოვრებას გაიუარესებ.
იმათგან დაცივნა რომ არ მიიღო, ამისათვის შენც ისევე იქცევი, როგორც იმათ მოწონთ, შენც ისე მეტყველებ, როგორც ისინი... მოკლედ, შენ იმათთნაირი ხდება, და გგონია რომ მათთან სიახლოვით ბედნიერებას მოიმკი? ... არა მეგობარო, ძალიან დიდად ცდები..

არათუ მშვიდობას და სიწყნარეს, არამედ შფოთს და უსიამოვნებებს მოუტან მხოლოდამხოლოდ შენ თავს, და სანანებელიც კი გაგიხდება - "ნეტავ საერთოდ არ ვიცნობდე იმათ და არც ისინი მიცნობდნენო", ასე იტყვი მერე. რაღაც პერიოდში და რომელიღაც დღეებში შეიძლება თქვენდამი "კეთილგანწყობილნი" იყვნენ, მარა როცა მოეხოშებათ, შეურაწყოფას მოგაყენებენ, დაგცინებენ, გაგლანძღავენ და "ზედაც არ შეგაფურთხებენ". ხო, ხო, ესეთია სინამდვილე. მარა ბევრი ამას ჯერ ვერ ხვდება, და ეს სტატიაც მაგიტომ არის, რომ იქნება და რაიმე სასარგებლო აზრი წაიღოთ აქიდან. ალბათ იმასაც ფიქრობთ - "იმათთან რომ არ ვიმეგობრო და სხვანაირად მოვიქცე, ხომ სულ დამცინებენ ყველას წინაშე.. მეგობრები აღარ მეყოლება და ჩემზე გაიცინებენ ხოლმე და სკოლაში დებილად წარმოვჩნდები ყველას თვალში..."

ცოტა რთული მოსასმენია, მარა რასაც გეტყვიტ 100 პროცენტიანი სიმართლეა - ჯობია საერთოდ არც იმეგობროთ მათთანდ და სხვა მეგობრები გყავდეთ ცხოვრებაში. არამარტო მეგობრობას, არამედ მათთან დაახლოებასაც არ გირჩევთ. ნუ ეცდებით, რომ მათი გული მოიგოთ, გააცინოთ და თქვენი თავი "შეაყვაროთ" და მოაწონოთ. იცოდეთ, თავს მოიტყუებთ და დიდ შეცდომას დაუშვებთ.
მართალია, რომ ისინი როგორც მგელი, ისე მტრებად გადაიქცევიან (იმას კი არ ვგულისხმობ, რომ შენ დაუწყო მათ მტრობა, არამედ შენ მშვიდობით იარე შენ გზაზე... მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბოროტი ადამიანები როცა ხედავნ რომ სხვა ადამიანი კარგად იქცევა და "მათი მსგავსი არ არის", შურთ და ეგრევე მტრობას უწყებენ). დაგიწყებენ ეგრევე გაპამპულავებას, გაშაყირებას და დაცინვას ყველას წინაშე... ზოგჯერ გაგლანძღავენ.. ზოგჯერ შეიძლება ხელითაც კი შეგეხონ.. მაგრამ ნუ შეგეშინდება, კი არ მოგკლავენ, მფარველი ანგელოზი დაგიცავს და არ მიცემს შენი მოკვლის უფლებას, ასე რომ სიკვდილის ნამდვილად ნუ გეშინია - მთლად სასიკვდილოდ არავინ დაგიწყებს მტრობას. მარა იმას კი ელოდე, რომ მუდმივად "დაცინვის ობიექტი" იქნები - დაგინახავენ თუ არა, ეგრევე შენზე დაიწყებენ ლაპარაკს და სიცილს და ა.შ..

მარა თუ გინდა, რომ ბედნიერი ცხოვრება გქონდეს, შენ უნდა გაუძლო და გააგრძელო შენი გზით სვლა, რადგა იცოდე - ეს ყველაფერი გარდაუვალი მოვლენები, რომლებიც (გაგეხარდებათ რომ გაიგებთ) - ყოველთვის და მუდმივად არ გაგრძელდება, არამედ მხოლოდ დროებითია ! ! ! ! !
ეს შეიძლება გაგრძელდეს 3 თვე.. 10 თვე.. 1 წელი.... (ნუ, თუ უბანში ცხოვრობთ და უბნელებთან გაქვთ ესეთი მდგომარეობა, მაშინ შეიძლება რამოდენიმე წელიც კი), მარა დაიბეჭდეთ გონებაში - ეს ყველაფერი მთავრდება ერთ მშვენიერ დღეს!
ზოგიერთი იტყვის - "კი მარა, უბანში ხომ ყოველთვის მომიწევს ცხოვრება, და რა ვქნა, სულ ასე უნდა ვიყო..". მართალია, უბანში შეიძლება უფრო ცუდი იყოს, რადგან გინდა-არგინდა მოგიწევს უღირს "ძველ" და "ქუჩის ბიჭებთან" გავლა-გამოვლა, და მათ ვერ აარიდებ თავს, მაგრამ დაიმახსოვრე - ნუ იდარდებ იმაზე თუ რას იტყიან შენზე. ვიღაც უღირსი ადამიანი რას იტყვის თუ რას იფიქრებს, მაგას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? თუნდაც რომ მთელმა შენმა სანაცნობომ შენზე ცუდი იფიქროს, სინამდვილეში შენ "ისეთი" ხომ არ ხარ, როგორც ფიქრობენ? ანდა, ყველა რომ ერთდაიგივეს ფიქრობდეს და უსამართლოს დაგცინოდეს და ა.შ. სინამდვილეში შენ რამე დაგაკლდება? ან ფეხი დაგილპება, ხელი მოგძვრება, დაბრმავდები, ჭერი ჩამოგექცევა, საჭმელი აღარ გადაგივა ყელში თუ რა დაგემართება? სინამდვილეში არაფერი გაკლდება, თუკი უსამართლოდ გლანძღავენ (თუკი ცუდად იქცევი და იმსახურებ, ეგ სხვა საქმეა, მარა ხო იცი რაშიცაა ახლა საქმე).
ანდა, ყველამ რომ გაქოს და ნომერ პირველი ადამიანი იყო მთელ სანაცნობოში, რამე მოგემატება? არც არაფერი - არც ფრთები ამოგივა და ვერც თვალები გაგიბრწყინდება...
ეს ყველაფერი, გრძნობებია სინამდვილეში - გულში არსებული გრძნობები, რომლებიც წარმართავენ შენს ხასიათს - იმედს თუ უიმედობას. როცა დამცირებულია ადამიანი, მას უიმედობა ეუფლება, როცა განადიდებენ - ამაყად და ბედნიერად გრძნობს თავს ადამიანი.. მარა გახსოვდეთ -ორივე დროებითი რამ არის, და არც "დაცინვით" დაგაკლდებათ რამე, და არც "განდიდებით" მოგემატებათ. მთავარია შენ არ გახდე სხვების მსგავსი, შენ არ დასცინო სხვას, შენ არ აწყენინო, აბუჩად არ აიგდო.. შენ უნდა იცხოვრო სიმართით, და სხვებს ნუ უყურებ...

შენი მთავარი გზა - ეს უნდა იყოს გზა ღვთისაკენ. ეს არის ერთადერთი სწორი გზა. და თუ გინდა, რომ მართლა იპოვო ნამდვილი ცხოვრება და ბედნიერება, გახსოვდეს, რომ მხოლოდ ეს გზა იქნება შენთვის სწორი..

ხოლო თუკი ადამიანები გამცირებენ, იცოდეთ, ეს ყველაფერი დროებითია და მომავალზე იფიქრეთ - ყოველთვის ასე კი არ იქნება. მარა ეს "მშვენიერი დღე" არასოდეს დადგება, თუკი თქვენ არ დაიწყეთ "ბრძოლა" და არ გაუძელით ამ განსაცდელებს.. არც ადამიანებს შორის იქნები მარტო ერთადერთი - დღეს თუ არა, მომავალში იპოვით კარგ მეგობრებს. სხვებიც არიან ზოგიერთები, რომლებიც ზუსტად შენნაირ შეჭირვებაში არიან, და ისინი გახდებიან თქვენთვის უკეთესი მეგობრები.

იმიტო რომ სამწუხალოდ ასეთი არიან ნაწილი ადამიანებისა....
შედარებისათვის შეიძლება მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი - მაძღარ ლომთან რომ მიხვიდე, შეიძლება მიგიღოს, მოეფერო, ერთი-ორი წაეთამაშო და ისიც წაგეთამაშოს, მარა გავა სულ ცოტა ხანი, და მოშივდება და მერე ნახე რას გიზამს. ასეა ზოგჯერ ადამიანებიც, განსაკუთრებით კი უზნეო ხასიათის მქონეები. ამიტომ, მათთან მეგობრობა სარგებელს კი არა, უსიამოვნებებს მოგიტანს ცხოვრებაში.
ამიტო, გულს ნუ გაიტეხთ, თუკი ახლა თქვენ ყველა დაგცინის, დებილად მიაჩნიხართ (ნუ, თუ ბიჭი ხარ - ბიჭებს; თუ გოგო ხარ- გოგოებს), ნუ დადარდიანდებით მაგაზე..
დამიჯერეთ. ნუ ეწინააღმდეგებით იმას, რომ მიიღოთ მართლა გამოცდილი ადამიანების რჩევა (და არა იმათი , თავი რომ გგონიათ). დაიმახსოვროთ და გამოგადგებათ.
ნუ იდარდებით იმაზე, რომ მარტო ხართ - რადგან ამ დროს თქვენ ყველა მეტად ხართ "არამარტო", რადგან ამ დროს თქვენთან ყველაზე ახლოს არის ღმერთი. რადგან მას განსაკუთრებით უყვარს მართალი და მარტომყოფი გაჭირვებაში და განსაცდელებში მყოფი ადამიანი, და ადამიანის სული უფრო ახლოს არის ღმერთთან, ამიტომ მასთან იყავით ახლოს, და სხვა ნურაფერზე ნუ იდარდებთ დამიჯერეთ. სულ ყველამ, ოჯახმაც კი რომ ზურგი შეგაქციოთ უსამართლოდ - დაიმახსოვრეთ, რომ მართალ ადამიანს ღმერთი შეეწევა, და მადლს მიიღებ, სხვები კი, რომელნიც "გახარებული" და "გამარჯვებულები" დადიან და ხალხის თვალში "მაგარი" ვიღაცეები არიან, სინამდვილეში შინაგანად სულმთლად ცარიელები არიან. ამიტომ, ეს იცოდე და შენ მაგაზე ნუ იდარდებ. ეს სამყარო საით მიექანება თვითონ არ იცის, შენ კი გაიღვიძე და სიმართლისაკენ დაიწყე სვლა - დაინახე და შეიცანი, რომ შენი ერთადერთი და მარადიულად შენთან მყოფი , არის ღმერთი, და მისკენ აიღე შენი მიმართულება, და მისკენ დაიწყე სიარული, და ეგრე წაიყვან შენ ცხოვრებას ბედნიერებისაკენ, და არა სხვა გზით, რომლებიც "ბედნიერება" კი გგონია, მარა ადრე თუ გვიან მიხვდები, რომ სხვა ყველაფერი უფასურია და უშინაარსოა..