posted: 13 tebervali. კატეგორია: სტატიები [avtori ლ.მ]


მეტ-ნაკლებად ყველა, ვინც ვაჭრობაშია ჩაბმული,რაღაცეებს ვყიდულობთ-ვყიდით და გაეგება ბიზნესის, მარა რატომღაც ყველა როდი ფიქრობს იმ ბიზნესის სახეზე, რასაც აკეთებს. მაგალითად, რამდენად მისაღებია, ჩინეთიდან ჩამოქონდეს კაცს რაღაც ხლამი და ასაღებდე შენი ქვეყანაში, იმისათვის რომ შემოსავალი იშოვო – როცა საკუთარი საქმიანობით მრავალი ადამიანი ტყუვდება და შენ მოქალაქეებს ატენი რაღაც ხლამს.
ხშირად ეს ხლამი არის მავნებელი პროდუქცია, რომელიც ადამიანებს კი არა, არამედ ძაღლებსაც კი არ უნდა მიყიდო. განსაკუთრებით საკვები პროდუქცია, ანდა უვარგისი, საშიში საქონელი.
როცა არ აინტერესებს ადამიანს მის მიერ გაყიდული/დაწყებული ბიზნესის შინაარსი, არამედ გგონია, რომ «ოჯახს ხომ გამოვკვებავ და დანარჩენს რა დიდი მნიშვნელობა აქვს».
მაგრამ განა ასეთი ბიზნესი ქონა გამართლებულია ბიზნესმენისათვის?
ვიღაცამ თქვა – “მიზანი ამართლებს საშუალებასო», და მათდა საუბედუროდ მართლაც მოქმედებენ ამ პრინციპით.

ფული არის მატერიალური საშუალება, რომელსაც ვიყენებთ გარკვეული მიზნის განსახორციელებლად. მაგალითად: გვინდა აფრიკაში გაფრენა – გვჭირდება ფული რათა ვიყიდოთ ბილეთი, ვიქირავოთ ბინა და ა.შ. მაგრამ ჩვენი მიზანი ბილეთის ყიდვა და ბინის დაქირავება ხომ არ არის? არამედ დანიშულება არის აფრიკაში ჩასვლა. ხოლო მგზავრობა, ბილეთის ყიდვა (და სხვა ქმედებები) არის მიზნამდე მისვლის საშუალებები.
მოკლედ რომ ვთქვათ, ცხოვრებაში ყველას გვაქ წარმოდგენილი ჩვენი რაღაც მიზნები და თითქოს მაგ მიზნებისაკენ მივდივართო გვგონია, თუმცა,სიმართლე გითხრა, მხოლოდამხოლოდ თავს ვიტყუებთ. მიზანი ნაკლებად გვახსოვს და ნაკლებად გვაღელვებს. არამედ ფულის მოპოვება გადაგვექცა ცხოვრების მთავარ ღერძად.
ჩვენი გონება და გული ამით ფეთქავს.
როგორ დაგვაბრმავა.
კიდევ ასეთ რამეს მოვიყვანდი: ვთვათ, გვაქვს ფეხსაცმელი, მაგრამ არ გვაქვს “შნუროკის” საყიდელი ფული. და ამ მიზეზით რომ ეგ ფეხსაცმელი გაყიდო და შნუროკი იყიდო. რა უაზრობა გამოდის არა?
ასევეა – ყველა ვამბობთ, რომ ბევრი ფული გვინდა რომ კარგი საქმე გავაკეთოთო, მაგრამ ამ ფულს როგორ ვშოულობთ, ამ საკითხზე სინდისს ვატყუებთ.

ვინც არ უნდა იყოს: ბიზნესმენი იქნება ის, უბრალო მოვაჭრე თუ სტუდენტი, პირველ რიგში ადამიანი უნდა იყო, და მეორე რიგში – კი ბატონო , აკეთე საქმე. მარა როცა თავში ფულის მეტი არაფერი ტრიალებს და თავგზა გაქ დავიწყებული, ეგეთი ბიზნესი არ მოგიტანს შვებას, პირიქით, ნელნელა შენვე გადაიქცევი ბანალურ money-maker, ისეთად როგორაც ლამის მთელი მსოფლიო და ყველა ქვეყანაა გადაქცეული. (ადამიანს კი ჭირდება ფული, მარა ეგ ზედმეტი “მჭირდებაც” საკითხავია ხოლმე – მართლა სჭირდება რო?)
უფრო მეტიც, მთელი ეკონომიკური სამყარო დაფუძებულია ლოზუნგზე – “მცირე დანახარჯები, მაქსიმალური მოგება”. არადა, კაცმა რომ თქვას, რა ზომის მოგება იქნება, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? თუკი ისეთ საქმიანობას აკეთებ, რომელიც ხალხისათვის სასარგებლოა, დაე თუნდაც სულ ნულოვანი მოგება გქონდეს, რადგან ესეიგი მიზანს მიაღწიე – ხალხს სიკეთეს უკეთებ და რაღათ გინდა კიდევ ძაან დიდი მოგება, განა მაგ ფულით უფრო მეტ “სიკეთეს” გაუკეთებ ვითომც?

სხვა ადამიანებს, როგორც რაღაც მკვდარი «მასა», ისე ვუყურებთ, რომლებიდანაც შემოსავალი უნდა შემოგვივიდეს. ვუღიმით, მივასაღებთ რაღაცეებს, და თითქოს არა უშავს..
– ხალხს რაც უნდა ის მოსვლია, მთავარია მოგება დამრჩეს.
– ისინი ხომ ჩემი ახლობლები არიან და მერე რა თუ რამეს შევასაღებთ, ის ხომ სხვა ვიღაცაა და თუ რამე მოუვიდა, მე რა მანაღვლებს. იმან იდარდოს და უშველოს თავს..
და კიდევ სხვა რამეების ჩამოთვლაც შეიძლება. მათი ჩამოთვლა ჩვენს გონებაში გავაგრძელოთ. მაგალითად, საიტების:

1) კაზინო/პოკერ საიტები – როცა ასეთ საიტს ვამუშავებთ და ამით ფულს ვაკეთებთ, სხვის აზარტომანობაზე და გამოცინცვლაზე ვაწყობთ ბიზნესს. და ამ ფულით გვინდა ჩვენს ოჯახს სიკეთე მოვუტანოთ?
2) პორნოგრაფიის საიტი – არვიცი, შეიძლება ასეთი საიტის მფლობელთა უმრავლესობასთან ძნელია რამის თქმა, თუმცა თუ კიდევ რამე შეიძლება გაიგოს მისმა მფლობელმა, – ხომ ხვდება რა უბედურებისაკენ ვუბიძგებთ ასობით (და უფრო მეტ) ბავშვს, თუნდაც დიდ ადამიანებს.
3) Game/თამაშების საიტი – ამით ფულს რომ ვაკეთებთ და თვალებში დოლარის ნიშნები გვიტრიალებს, ამასობაში ასობით მოზარდი შტერდება ჩვენი დახმარებით. მართალია თამაშებს სხვაგანაც მონახავენ, მარა ეს თავის გამამართლებელი სულაც არაა. შენ შენი წვლილი მიგიძღვის ყველაფერში, ვინ იცის, იქნებ ათობით და ასობით ადამიანი დებილდება ამ კომპიუტერული თამაშებით. მიფიქრია, ხომ არ ჯობია, თამაშების ნაცვლად ანტი-თამაშების საიტი- მეცნიერული ახსნა იყოს იმის, თუ რა ცუდი და მავნებელია ბავშვისათვის ფსიქიკისა და ტვინის გამოლაყება. მართალია მაგით აღარ შემოვა დოლარები, მარა სიკეთე ეგ იქნება, ვიდრე მათი გამოსულელებით ნაშოვნი ფული.

4) უხარისხო წამლების საიტი – წარმოიდგინე აფთიაქში მიდიხარ, რაღაც გაწუხებს მსუბუქად (ამ მძიმედ) და აფიაქარს აუხსენი ესე-ესეო, და იმან მოგასაღა რაღაც ‘ჭღრპღრ’ წამალი. და სახლში რო მოხვედი, მერე მიხვდი რომ ეს წამალი არ ყოფილა ის, რაც შენ გინდოდა. რა განწყობა გექნება? და ახლა წარმოიდგინე, არა ერთი ან ორს, არამედ თვითონ რამდენს შეიძლება უკეთებდე ეგრე.

5) ნებისმიერი სხვა სახის გაყიდვებისა თუ უბრალო ინფორმაციის საიტი, რომელსაც სინამდვილეში არ აინტერესებს თუ რა შედეგი მოაქვს სხვებისათვის, არამედ მხოლოდ ფულზეა გათვლილი, რანმედი ადამიანი ტყუვდება ან შედის განზრახ შეცდომაში შეცდომაში, რამდენს კიდევ უარესიც კი შეიძლება დაემართოს, დაიჯეროს და სხვა. ყველაფერი თავად გამოთვალეთ.

ამას იმიტო კი არ ვამბობ, რომ ვინმეს შევეჯიბრო კაი კაცობაში, არამედ ამაზე დავფიქრდი და იქნებ სხვამაც გაიგოს და შეიცვალოს, გამოვფხიზლდეთ. მიზნის ქონა რომ მხოლოდ ფული შემოგვივიდეს + ხალხს რაც უნდათ ის დამართიათ, ეს არის სახე ცუდი მოქმედების – აბა რა, განა მხოლოდ მილიარდელები გვგონია ხოლმე ფულით დაბრმავებულები? ჩვენს თავში ჩავიხედოთ..
არამგონია ერთი წუთითაც მაინც ღირდეს ამის გაგრძელება. ადამიანის გული არ უნდა იყოს ფულის სიხარბეზე მიჯაჭვული. ნუ დაგენანება, რაც არ ვარგა, იმას Shift+Delete დააჭირე და მოიცილე, როგორც წურბელა – ვითომც არც კი გქონია და არც არაფერი დაგიკარგავს. დარგავ კი არა, პირიქით, უფრო მეტს იხეირებ სინამდვილეში, რადგან პირიქით სასიხარულოა შავი ძირმაგარას ამოგდება. ჯობია დამშვიდებულმა დაიძინო დღესვე 10 გროშით, ვიდრე სინდისი ჩავიღრძოოთ.

აი ასეთები ვართ. არაფერი არ გვახსოვს, არც ღმერთი და არც სხვა ადამიანი გვაინტერესებს. «საშუალების» გამო თვითონ «მიზანსვე» ვუპირისპირდებით – იმ დიად მიზანს და ადამიანურ ცხოვრებას, ნამდვილ ბედნიერებას, რომელიც უთვალავჯერ აღემატება ყველანაირ ფულს.
იმაზე არ ვფიქრობთ, რომ – უცხო იქნება ის,თუ მეგობარ, თუ ვიღაც სხვა ქართველი თუ სულ სხვა ადამიანი, ისიც ისეთივე ადამიანია, და ჩვენც ისეთივე ადამიანი ვართ. შენ რომ ვიღაცამ რამე (რაც შენთვის არაა სასარგებლო) მოგასაღოს ,განა გაგეხარდება? და სხვა ადამიანსაც რომ იგივეს უკეთებ, ამას რა ვუყოთ?
ანდა ვთქვათ, გვინდა რომ ოჯახი გავახაროთ. ამის საშუალებები არის ის, რომ ბავშვს ვუყიდოთ სათამაშო; მეუღლეს რაიმე ნივთი-ტანსაცმელი; მეგობარს საჩუქარი; და ა.შ.
ანუ ახლაც გამოდის,რომ თუკი ადამიანი გავახარეთ, ესე იგი მიზანს მივაღწიეთ. ხოლო რომელი დასაშვები საშუალებით იქნება, ამას გადამწყვეტი მნიშნველობა არ აქვს: გინდ ტანსაცმელი აჩუქე, გინდ თვალები ყვითლად შეიღებე, გინდ ეზოში ვარდები დაურგე – თუკი გაეხარდება ე.ი.მიზანს მივაღწიეთ. ხოლო ტანსაცმლის ჩუქება ან ყვავილის დარგვა კი არის მხოლოდამხოლოდ პროცესი, მეორეხარისხოვანი საშუალება, და არა მიზანი.
სამწუხაროდ,მრავალი საუკუნეა, ჩვენი ცხოვრება, სხვადასხვა მიზეზის გამო, გადართულია სეკულარული ცხოვრების სტილზე.
ეს კიდევ სხვა, უფრო ფილოსოფიური საკითხია – იმის პოვნა, თუ რას ვაკეთებთ საერთოდ ცხოვრებაში და რა გინდა რომ გავაკეთოთ; და რამდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან: ის, რასაც გინდა რომ აკეთებდე –> იმისაგან, რასაც რეალურად აკეთებ.
ეს ორი რამ ერმანეთისაგან ძალიან საპირისპიროდ არსებობს- სულ სხვა რაღაც გვინდა ცხოვრებაში, და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება კი სულ სხვა მიმართულებით მიედინება, რაც თითქმის შეუქცევადი პროცესი გახდა.
და ასე გადის მთელი ცხოვრება. კარგად დაარქვა ქართველმა ადამიანმა – წუთი-სოფელიო.
ადამიანი შეიძლება მიყრუებულ სოფელში ან ტყეში უფრო ბედნიერად ცხოვრობდეს და უფრო მეტ სიკეთეს აკეთებდეს, ვიდრე მილიარდელები აკეთებენ. ბედნიერება უფრო სხვა რამეა. ისეთი რამეა, რაც 100ჯერ ან 100000000ჯერ ან უფრო მეტჯერ აღემატება ასეთი ფულის მოპოვებით გამოწვეულ ვითომც «სიხარულს». სინდისის მოტყუება ისეთი რამეა, რომ ამ საკითხში სხვა არავინ არ არის მშველელი, გარდა საკუთარი თავისა. და ხანდახან ვერც ოჯახში ვერ ნახავ ხოლმე ისეთ ადამიანს, რომელიც დაგეხმარება რომ სინდისი გააღვიძო, არამედ პირიქით, მთელი ეს ცხოვრება საპირისპირო დინებით მიდის. და არც ის, ვინც სინდისის გაღვიძებაში გვეხმარება, მაინცდამაინც არ გვიყვარს ხოლმე.
კიდევ შეიძლება ბევრი რამის თქმა.. და კარგია, რომ როდესმე ჩვენს თავს დავუსვათ შეკითხვა: კი, რათქმაუნდა რომ ადამიანს ჭამა-სმა და ჩაცმა-დახურვა უნდა, მარა ცხოვრება მხოლოდდამხოლოდ ფულის მოპოვებაში და ამაზე ზრუნვაში უნდა დაიხარჯოს?
ნამდვილად არა. ადამიანი და მისი სული გაცილებით მეტ რამედ ღირს.

“მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი..”(ფსლ.142)