22 მაისი; კატეგორია: სტატიები; [მადლობა "ნინო_ლას" წერილისათვის]



ვაი ჩვენს თავს, სულ გადაირია ქვეყანაზე ხალხი. არ გეწყინოთ, მარამ მართლა სასაყვედუროდაა საქმე. უკვე ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანი, სკოლის მოსწავლე, საგანგაშო მდგომარეობამდე, გაფარჩაკებამდე მიდის ნელნელა, და მხოლოდ 1-2 წელი აშორებს უბედურებას, მართლაც რომ რეალურ საფრთხეს და შესაძლო სასიკვდილო დაავადებას.
ვგულისხმობ ქიმიურ მკვლელს - ბიოს. გოგოებიან ბიჭებიანად. გინდ გეწყინოთ და გინდ არა, მარა თავი დიდი ადამიანები და ვიღაცეები რო გგონიათ, რა დღეში ვარდებით ამ სიდებილით, ვერ ხვდებით? ვერ ხვდებით, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩემოგდებული საწამლავის მომხმარებლები და გამსაღებლები ხართ? თქვენი ჯანმრთელობით და სიკვდილით რომ უამრავ ფულს შოულობენ ვიღაცეები და თქვენი სიცოცხლე ფეხებზე რო ჰკიდიათ, ვერ ხვდებით? რა ლამაზ ცხოვრებას და მომავალს ინგგრევთ, თქვენ ეს ხუმრობა გგონიათ? აღარაა ეს უკვე კომპიუტერული თამაში, ქაუნთერს (თუ რა იდიოტობაც ქვია) კი არ თამაშობთ, რომ "დაგჭრან" და მერე ისევ ახლიდან გაცოხცხლდე და სხვას ესროლო, "დიდ ბიჭობაზე" და "სერიოზულობანას" რომ თამაშობთ, იმდენი ჭკუა არ გაქვთ, რომ თქვენ თავს ნელნელა კკლავთ და მართლა რომ დამაძინებელ შხამს ასმევთ თქვენ ტვინს? ეს აღარაა თამაში, ეს არაა სიგარეტი და კარტის თამაში (ანდა ამათ რა სარგებელი მოაქვთ რო) რომ "მერე რამოხდა" თქვათ. ადამიანი ისედაც საშუალოდ 70 წელი ცოცხლობს, და ისიც ნახევრად ჯანმრთელობით, ბიო-თი კი თქვენ სიცხოცხლეს ინახევრებთ, და გგონიათ, რომ გაერთობით ახალგაზრდობაში და მერე ჯანდაბას, რაც მოხდება ის მოხდეს??? ვაი ჩვენს პატრონს!

რო ეწევი, რა სიამოვნებას გაძლევს ასეთს, რომ 1 საათიან გართობას,"კომაში" ყოფნას ამჯობინებ ქვეყნიერებას,სილამაზეს, სიხარულს, მეგობრებს, ახლობლებს, ადამიანებს, ღირსებას, სიცხოცლეს??

არის გამოთქმა- მიჩვენე შენი მეგობრები, და გეტყვი ვინ ხარ შენო. ისინი,შედარებით უფროსები, ვისაც ჭკუა მოეთხოვება, და ამის მაგივრად, პირიქით გაქეზებენ რომ შენც ამ ჭაობში გაეხვე, ისინი შენი მეგობრები ნამდვილად არ არიან. და რათ გინდა არაკაცებთან მეგობრობა და მათი კეთილგანყწობის მოპოვების მიზნით, რატომ დადიხარ მათ ჭკუაზე?
ისინი, შენ რომ მეგობრებს ეძახი, და შენი მეგობრები კი არა, მტრებივით ანგრევენ შენს ცხოვრებას, მათ ჭკუაზე რატო დადიხარ?
განა შენი მეგობრები არიან ისინი? ვინც ლოთობისაკენ გიბიძგებს და მიგათრევს, ვინც წამო "ძმაო" ბიო მოგაწევინოო გეუბნება, ის შენი ძმა კი არა, ბოტორებას გიკეთებს (თვითონ, ალბათ ვერც ხვდება თუ რა დღეშია თვითონ საბრალო), და თვითონ თუ ვერ შეიგნებს ამას, თქვენ მაინც გამოეცალეთ და ჭაობში არ ჩაყვეთ.
გეშინიათ, რომ დაგცინებენ ხო? თავიანთი წრიდან რომ გამოგაგდებენ და აბუჩად აგიგდებენ.. და რატომ გიკვირთ? წაიკითხეთ ისტორია ცოტათი, და ნახავთ, ყველა ვინც ღირსეულად დადიოდა და ცხოვრობდა, ხშირად აგდებდნენ მასეთი "სასტავიდან", დაცინოდნენ და ასე შემდეგ. ეგ პირიქით, კარგიცაა. ჯობია მასე დაგემართოს, ვიდრე მათნაირი გახდე. ისინიც ნეტავი გამოსწორდნენ, მაგას რა ჯობია, უნდა უთხრა იმათაც (თუკი მოგისმენენ), მარა თუ პირიქით, გაძალებენ და გაიძულებენ რომ შენც მათნაირად მოიქცე, უკვე უნდა გამოხვიდე შენს გზაზე და ყურადღება აღარ მიაქციო. რას გიზამენ, რისი გეშინია? თავში აგურს გესვრიან? ხო, ზოგმა, შეიძლება ეგეც იკადროს, მარა შენ გამოაცალე, რა ღმერთი დაგიფარავს, ნუ გეშინია. შენ სწორ გზაზე იარე, და მფარველი ანგელოზი არ დაგტოვებს, ხულიგნების ნუ გეშინია, თუნდაც რამე შეურაცყოფა მოგაყენონ და დაგამცირონ, ღმერთი ხო ყველაფერი იცის, და სხვის თვალში თუ დამცირებული ხარ,თუნდაც მთელი კლასის,სკოლის თვალში, ამაზე საერთოდ ნუ იდარდებ, ეგეთი ხვედრი სხვა მრავალსაც გადახდა, ვინც კი ცდილობს რომ წესიერად იცხოვროს - არც ბიოს გაყვე და ნუ დაუჯერებ, თავს ნუ დაიღუპავ, წინ დიდი ცხოვრებისეული გზა გაქვს გასავლელი. მახსენდება, ერთი მამაოს საუბარი, როცა ის გადატანითი მნიშვნელობით საუბრობდა აბორტის გამკეთებელი დედების შესახებ. დაახლოებით, ასეთი წარმოდგენა შემექმნდა, რომ თითქოს მისი შვილები ეუბნებოდნენ:
-"დედა, მე სახელოვანი ქვეყნის დამცველი უნდა გამოვსულიყავი, შენ კი არც კი დავბადებულვარ და იმქვეყნად ნაადრევად გამისტუმრე..."
-"დედა, მე უნდა შემომევლო ჩვენი სამშობლო, მრავალი სიკეთე გამეკეთებინა, შენ კი არ მაცალე"..
- "დედა, მე უნდა დამეპურებინა მშიერნი და მეთვითონაც აღმეზარდა შვილები, შენ კი ბავშვობაშივე, სულ ერთიორი თვის ვიყავი და მეტი სიცოცხლე არ მაცალე"..
- "დედა,მე განათლებული მეცნიერი უნდა გამოვსულიყავი... მე მოღვაწე ... მე ექიმი... მე სარწმუნოებისათვის თავდადებული..... და ასე შემდეგ...
მაგრამ, ნაადრევად მოუსწრო სიკვდილმა...
და ასე დაგემართებათ თქვენც სულ რამოდენიმე, მოკლე ხანში (ერთი ორი წელიც კი არ უნდა!) თუკი ასე გააგრძელებთ დღევანდელი დღიდან. დაფიქრდით, რად გიღირთ სიცოცხლე? ამად გიღირთ, რომ მთელი თქვენი მომავალი სიცოცხლე კოშმარად იქციოთ, სულ რაღაც ორსაათიანი გართობის გამო? ნება თქვენია- აირჩიეთ ან მარცხენა ან მარჯვენა გზა. თვითმკვლელობა მარადიული წყვდიადია.
ადრე თუ გვიან ყველა მოვკვდებით, მარა საქმე იმაშია თუ ამ ქვენად როგორ ვიცხოვრებთ და რას გავაკეთებთ და რას წავიღებთ, და იმისდა მიხედვით ან მუდამ მარადიულად ბედნიერებაში შევალთ, ანდა კოშმარად გქვენება ჩვენი არსებობა. და ამ არჩევანს ვაკეთებთ ჩვენ თითოეული, ჩვენს ცხოვრებაზე პასუხისმგებელნი ჩვენი თავზე ჩვენ ვართ. ამიტომ, სხვა რას გეტყვის კი არა, დაფიქრდი და განსაზღვრე რომელი გზით გინდა სიარული, და ამ წუთიდანვე დაიწყე! თუ ცდილობ, მაგრამ მაინც ვერ მოითმინე და სულმა წაგძლია და ისევ ჩაიდინე დანაშაული, არაუშავს, არ დანებდე!!! (კი უშავს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი იტყვი, რომ "აუ, უკვე ხომ ჩავიდინე დანაშაული და აწი რაღა აზრი აქვსო".
აი, სწორედ ესეთი აზროვნებაა ყველაზე დამღუპველი და საყვარელი სატყუარა ეშმაკისა, რომ მასე გაფიქრებინოთ.
მაგრამ არაუშავს მაგას იმასთან შედარებით, რომ შენ ისევ უნდა წამოდგე ფეხზე, და თუნდაც ისევ და ისევ დაეცე, ისევ წამოდექი, რადგან ესე თუ შეძლებ, რომ გამოფხიზლდე და დაადგე სწორ გზაზე, გზაზე, "რომელიც ტაძრამდე მიგიყვანს". და იქიდან კი უკვე, დაიწყებ იმ გზაზე სიარულს, რომელსაც მარადიულობისაკენ მიჰყავხარ. თქვენ კი რას აკეთებთ. ამ ორიოდე სიტყვის თქმა მინდოდა. ჩემთვის თქვენ, ახალგაზრდები, ჩემი დაძმები ხართ, და ძაან არმინდა, ასეთი რამ რომ ხდება.