ეს გვერდი არის საყოფაცხოვრებო წვრილმანებზე.




25) უფასო დარეკვა მობილურიდან (პროგრამით).


24) საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი (09-ის ალტერნატიული). მხოლოდ 18 თეთრი ღირს ზარი: 118-18


23) ონლაინს სესხის აღების საიტები - დააჭირეთ აქ.
22) ყველას, ვისაც "ებურდება" ხოლმე ყურსასმენების შნური, ნახოს ეს.
21) დახმარების გამოძახება ყველანაირ საყოფაცხოვრებო საკითხებში.
20) დახმარების გამოძახება კომპიუტერულ საკითხებში.

19)ნივთების გაჩუქება

17) დაიმახსოვრეთ ხარისხიანი ნივთების შერჩევა.. დაიმახსოვრეთ ეს ყოველთვის!!
არ არის ხუმრობა.
თუ გინდათ რომ საყოფაცხოვრებო ცხოვრება გაიადვილოთ, ყოველთვის ჯობია იყიდოთ ხარისხიანი ნივთები (ქაღალდი, რეზინა, ფეხსაცმელი..... საერთოდ, ყველაფერი, ყველაფერი!). თუკი რამე გინდათ რომ კარგად მუშაობდეს - ნებისმიერი ნივთი, რომელსაც ყიდულობთ, აარჩიეთ არა ყველაზე "იაფი", არამედ ხარისხიანი (რომელიც იაფთან შედარებით 20%-ით ძვირი შეიძლება ღირდეს).
იაფიანი ნივთის ყიდვას რა მოყვება?
- ჯერ ერთი, უნდა იწანწალოთ ბევრი, დახარჯოთ უამრავი დრო (ჯერ მარტო, მომავალში ინატრებთ, "ნეტავი დროის ყიდვა შეიძლებოდესო, და ნეტავ თავისუფალი დრო მქონდესო"), ხოლო რაღაც 10-20 კაპიკის გამო საათების დახარჯვა და მთელი დღის დახარჯვა არ ღირს.
- მეორეც ერთი, იაფიანი ნივთი გარეგნულად იგივენაირად გამოიყურება, როგორც "ხარისხიანი ნივთი". მაგრამ სინამდვილეში, იაფიანი ნივთი არის ნაკლულევანი და რასაც 10-20 თეთრის დანაზოგს უწოდებთ, მომავალში 3ჯერ მეტი დაგეხარჯებათ, რადგან ეს "იაფიანი ნივთი" წამდაუწუმ გაგიფუჭდებათ.
მაგალითად, 30 ლარი ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მთელი ცხოვრება გაგიძლებს, ხოლო იაფიანი (მაგ.20 ლარიანი), რომელიც 1 წელში დაიგლიჯება და დაიფშვნება. რომელს იყიდით? (ასევე, ხარისხიანი მეორადი ნივთი ჯობს ახალ თურქულს/ჩინურს. )
მართალია, ძვირი ღირს, მარა დიდ ხანს გაგიძლებთ, და არც შეკეთება დაგჭირდებათ, და საბოლოო ჯამში, უფრო "იაფიც" გამოგივათ, და თქვენი საქმეც ნორმალურად იქნება გაკეთებული. ეს ეხება თითქმის ყველა ნივთს, და საერთოდ ყველაფერს. დაიმახსოვრეთ, რადგან ყოველთვის ასე იქნება მომავალში, და თუ არ გინდათ ტყუილად "გაირთულოთ" ცხოვრება (რატო ირთულებთ კაცო), გათვალისწინეთ და 1-2 ლარით მეტის გადახდა ნუ დაგენანებათ ხარისხიან ნივთში. გადაიფიქრეთ თუნდაც იმ წამს, რა წამსაც ყიდულობთ უკვე! ნუ დახარჯავთ დღეებს რაღაც წვრილმანების დაზოგვაში.

15) ვინც guru.com ან elance ან odesk ან მაგდაგვარ საიტზე მუშაობს ხოლმე, გამოადგება ეს ინსტრუქციაც.

12) ფასდაკლებების საიტები;
11) ხმაურისაგან თავდაცვა
თუ ისეთ გარემოში ხართ რო დაგჭირდათ, არსებობს ხმაურისაგან დამცავი პატარა ჩვრის "ყურის-საცობები", იყიდება აფთიაქებში - იხ.სურათი (პ.ს. დროდადრო საპნით გარეცხეთ, იმიტო რო ჭუჭყის მოხვედრა (იშვიათად, მარა მიანც) ყურის შიგნით არ არის კარგი).

10) გაუფრთხილდით წყალს
რადგანაც დღესდღეობით წყალი საკმაოდ საჭირო ბუნებრივი სიმდიდრეა, ამიტომ კარგი იქნება რომ ყველა ოჯახი გაუფრთხილდეს. მარტო თბილისში ერთი ოჯახი 1 წუთითაც რომ ტოვებს მოთქრიალე წყალს, საერთო ჯამში ყოველდღიურად მილიონობით ლიტრი მზა(!) და სასმელად ვარგისი(!) წყალი იკარგება ტყუილად, რომლის გამომუშავებაზეც დიდი წვალებაა საჭირო. თან საქართველო ის იშვიათი ქვეყანაა, სადაც სასმელი წყალი ონკანში მოგვეწოდება. (ეჰ, კიდევ რამდენი არასაჭირო რამ ხდება ქვეყანაში. ისევ ჯობია ადამიანმა თავის გარშემო მაინც მიხედოს ცოტათი და ეგეც კარგი იქნება. თორემ ყოველთვის ასე იყო, და ასე იქნება მომავალშიც- მსოფლიო არ შეიცვლება ).

9) გადახდები ინტერნეტით (+დაზოგავთ დროს)
ზოგიერთი მათგანი:
- ინტერნეტ-ბანკინგით;
- mypay.ge (ნახეთ საკომისიოების ცხრილი)
- gadaixade.ge (ნახეთ საკომისიოების ცხრილი)

- tbcpay.ge
- ksbpay.ge
- my.gov.ge
- georgiancard.ge
- unipay.com
(ჯერ ნახეთ : მაგალითად, რომელ პლასტიკურ ბარათსაც იყენებთ, იმ სვეტში მონახეთ კონკრეტული გადასახადის განაკვეთი. ზოგ კომუნალურ გადასახადზე დაბალი საკომისიოა, ზოგ სხვა გადასახადზე, პირიქით, შედარებით მაღალი საკომისიოც კი არის.).

8) როცა რამე ტექნიკას უცბად პრობლემა დაემართება და აღარ მუშაობს წესიერად,შეიძლება უშველოს, თუ რამოდენიმე წუთით შტეფსელიდან გამორთავთ (1-5 წუთი) .

7) მოსახერხებელი პლასტიკური ბარათები
- საერთოდ, ჯობია პლასტიკურ ბარათზე ნემსით ამოკაწროთ პაროლი+PIN code (ან ერთი ასო მაინც შეუცვალეთ) და აღარ დაგავიწყდებათ ხოლმე ეგ პაროლი. ასევე, გირჩევთ, ბარათიდან კარგად ამოფხიკოთ CCV კოდი, და იქვე ამოკაწროთ, ოღონდ ერთი რომელიმე შეცვლილი ასოთი.
- smartivi.ge-ზე არის სპეციალური საშუალება (ასევე emoney.ge იგივეა), სადაც შეგიძლიათ შექმნათ არარსებული(ვირტუალური) VISA ბარათი. ანუ, მათი მეშვეობით შეგიძლიათ გააკეთოთ VISA "ბარათი", რომელსაც მიენიჭება 16 ციფრი და კოდი, შემდეგ ჩარიცხოთ სასურველი თანხა მასზე. მაგ ბარათი კი ჩვეულებრივ შეგეძლებათ გამოიყენოთ ინეტრნეტში გადახდებისათვის, ანდა სხვას მისცეთ ეგ "ბარათი".

6)უცხოური საიტიდან ნივთის გამოწერა - ინსტრუქცია.

5) სახლში ვინც აკეთებს საყოფაცხოვრებო საქმეებს, ჩხირკედელობს და ა.შ. გამოადგება ეს ნივთები
1) AkFix MDF kit - აწებებს ყველაფერს, გატეხილ საოჯახო ნივთებს, ხეს, პლასმასს...

ოღონდ ხელზე არ შეგესხათ, ძაან ქიმიურია. აუცილებლად განიავებულ ადგილზე დააწებეთ რომ ჰაერი ეგრევე გავიდეს,აქვს საშინელი სუნი.
-შავი ფლომასტერი(მარკერი) - რომელიმე გახეული, გატეხილი ნივთის ფერის შესაღებად გამოგადგებათ.

2) "სუპერ-წებოების" შეკვრა (ოღონდ ყვითელი წებოები) - აწებებს ასევე კარგად, მარა პატარა ნივთებისთვისაა და გამოდგება ამოსავსებად, შესავსებად, შესაწეპებლად,ფეხსაცმლისათვის,ქაღალდისათვის და ა.შ. ოღონდ წყალივითაა და ადვილად იღვრება ხელებზე და მერე მოცილება ძნელია. აუცილებლად მოაშორეთ და არ გააკაროთ პატარებს.

3) სამედიცინო ლეიკოპლასტელი (იზოლენტა) - ყველაზე კარგი ხარისხის იზოლაცია, არის სქელი ნაჭერივით, გამძლე. გამოგადგებათ ნივთებისათვის, ტანსაცმლისათვის და ა.შ. იყიდება აფთიქებში, ანდა ვაგზალზე "პასაჟის" აფთიაქებში. ოღონდ თეთრი ფერის ჯობია, თუ რამეა ადვილად შეღებავთ.
+ სქელი "სკოჩი", გამოგადგებათ ბევრი რამისათვის.

4) როცა რაიმე შნურების გადაბმა გინდათ –

არამარტო რეზინის მოფრცქვნაა საჭირო, არამედ თვითონ მავთულებიც გადაატარეთ ასანთის ცეცხლზე ერთი წამით. შემდეგ კი მსუფუქად მოფხიკეთ მიმწვარი რეზინა, და გადააბით. თორემ მავთულბის გადაბმისას კარგი კონტაქტი შეიძლება არ იყოს.

4) საჭირო მაღაზიები
- ყველაფერი იაფად, თან ხარისხიანებიცაა(ოღონდ შერჩევა უნდა იცოდეთ) – mymarket.ge
- ტექნიკა იაფად - hotspot.ge (ჯერ რეგისტრაციის გავლაა საჭირო გარკვეული ფასდაკლებისათვის)
- ხარისხიანი ფეხსაცმელის ყიდვა დაბალ ფასად: ვაგზალზე მეტროს ამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორია (ან იკითხეთ ფასდაკლება როდის აქვთ Bata-ში: 2 22 53 09)
- იაფი ბაზარი: დაბალ ფასად საკანცელარიო(საბითუმო) ნივთები, ტანსაცმლები (და სხვა) ბაზრობა: სამგორის მეტროსთან, ნავთლუღის ბაზრობა (ძველი ნაწილები და სხვა ათასობით წვრილმანები იქვე, ე.წ. "ბარახლოვკა".)

3) საჭირო ინტერნეტ-ლინკები
-ვაკანსიები
-საინფორმაციო ცნობარი: yell.ge ან directory.ge (ან საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი 118-18)
-"პრავის" ნიშნები + წესები + დამატებითი + ტესტები ( ავტოსკოლის გავლა B-სთვის არაა საჭირო! სახლშივე ისწავლით თეორიასაც.)
-ყიდვა-გაყიდვა ან saqme.ge
- მეორადი ტანსაცმლები/სხვა 1); ან 2) ან 3);
- მარშუტკების ხაზები + თბილისის რუკა ან ავტობუსების მარშრუტები (ან თბილისის რუკა2)

2) ჯანმრთელობის შესახებ სასარგებლო რჩევები + ინფორმაცია